საზოგადოება
ერთმანეთის იმედად - სოფელი ჭერემი
ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე სოფელში შესვლისთანავე ჩვენს ყურადღებას მიტოვებული სახლები იპყრობს, როგორც ჩანს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჭერემი ხალხის სიმრავლეს არ უჩიოდა, ახლა კი საკუთარ კერას მხოლოდ 20 კომლიღა შემორჩა.


აქ არც ამბულატორიაა, არც საბავშვო ბაღი და არც მაღაზია. განსაკუთრებით უჭირთ ზამთარში, მაშინ, როდესაც თოვლი სოფლისკენ მიმავალ რთულ გზას კეტავს. ადგილობრივები ერთმანეთის იმედითა და გვერდში დგომით ცხოვრობენ. გზად ორი ბავშვი გვხვდება, 13 წლის ალექსანდრე და 14 წლის ლუკა. ალექსანდრე რამდენიმე წელია, რაც ჭერემში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, თავიდან ცოტა გაუჭირდა, თუმცა ახლა პირობებს შეეჩვია.
„აქ სიმშვიდე და სუფთა ჰაერია. ჩვენი ერთადერთი გასართობი პატარა სტადიონია, სადაც ფრენბურთს და ფეხბურთს ვთამაშობთ. სოფელში დაახლოებით ათი ბავშვი ვართ. უკეთესი იქნება, თუ კიდევ მოგვემატება ვინმე. გაკვეთილების შემდეგ ხან სათევზაოდ მივდივართ, ხან სოფლის ცენტრში ვიკრიბებით. ჩვენი სურვილია, ტრენაჟორები გვქონდეს, რომ იქ მაინც ვივარჯიშოთ.“


66 წლის ნატალია ბარბაქაძე წლების განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა. ათი წლის წინ, ქალაქის ხმაურს სოფლის სიმყუდროვე ამჯობინა და მეუღლესთან ერთად ჭერემში დასახლდა. ახლა თბილისში ცხოვრება ვეღარც კი წარმოუდგენია.
„წლების განმავლობაში ბაღის გამგე ვიყავი. აქ ჩემი დედამთილი და მამათილი ცხოვრობდნენ. როგორც პენსიაზე გავედი, მაშინვე აქ ჩამოვბარგდით. არ მინდოდა ეს სოფელი მიმეტოვებინა. სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი მყავს, ზაფხულობით გვსტუმრობენ-ხოლმე. თავიდან სოფელში უფრო მეტი პრობლემა იყო, დენიც კი არ გვქონდა. თანდათანობით რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება. ახლა გვპირდებიან, რომ მდინარეზე გადმოსასვლელ ხიდს გააკეთებენ. უხვი ნალექის დროს, მდინარე დიდდება და რაიონთან კავშირი საერთოდ წყდება. კარგი იქნება, თუ კაკაბეთის გზასაც შეარემონტებენ, რომ თბილისამდე მგზავრობა გაგვიადვილდეს.“

ნატალია ბარბაქაძე სოფელ ჭერემში ტურიზმის განვითარებაზეც ზრუნავს, ამიტომ ის ოჯახური სასტუმროს აშენებას გეგმავს.
„რამე რომ დაგვჭირდეს, არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ყველაფრისთვის ველისციხეში გვიხდება წასვლა, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ტურისტები ჩამოვიდნენ და ჭერემის ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ. ახლა სათანადო პირობები არ გვაქვს და ვერავინ მოდის. მე, ჩემმა მეუღლემ და შვილმა გრანტი დავწერეთ, ოჯახური სასტუმრო გვინდა გავაკეთოთ, ვნახოთ, რა იქნება. მეოთხე საუკუნის ისტორიული ქალაქია, აქ თავის დროზე ვახტანგ გორგასალს უცხოვრია და ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაივიწყოს.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ჭერემის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჩიტაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის აღნიშნული პრობლემები ცნობილია და მათ გადაჭრაზეც მუშაობენ. სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 2016 წელს მიენიჭა.
„გასულ წლებთან შედარებით, ინფრასტრუქტურის კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა. მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებამ პენსიების ზრდაც გამოიწვია. სამი წლის წინ სკოლას ლიკვიდაცია ემუქრებოდა, იმიტომ, რომ ერთი ბავშვიც არ დადიოდა. მოსახლეობის დახმარებით, მივაღწიეთ იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ახლა უკვე რვა ბავშვს ითვლის. დირექტორიანად ექვსი მასწავლებელი გვყავს. ამჟამად სოფელში არ არის გაზი, არ გვაქვს ამბულატორია. თუმცა გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში პრობლემა მოგვარდება. ბაღის კონტინგენტი არ გვყავს და ამიტომ ჯერ არც არის ამაზე საუბარი. სოფელში გაკეთდა გარე განათება, მოწესრიგდა წყლის სისტემა. მინდა ყველა მცხოვრებს მადლობა გადავუხადო. ისინი გმირები არიან, რადგან ასეთ რთულ პირობებში შეძლეს ცხოვრება.“

სოფელში უცხო სტუმრების გამოჩენა განსაკუთრებით უხარიათ. იმ იმედით გვემშვიდობებიან, რომ მომავალში კიდევ ვეწვევით. კახურ სტუმარ-მასპინძლობას არ ღალატობენ, ზაფხულში სიცხისა და ყოვედღიურობისგან გასაქცევად, საკუთარ სახლებში დასვენებას გვთავაზობენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში დიდების მემორიალზე მდებარე მუზეუმში წვიმის დროს
კედლებიდან წყალი ჩადის. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის
საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა სალომე ბოგვერაძემ
განმარტა, პრობლემა წლებია უკვე არსებობს.
გურჯაანში დიდების მემორიალზე მდებარე მუზეუმში წვიმის დროს კედლებიდან წყალი ჩადის. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა სალომე ბოგვერაძემ განმარტა, პრობლემა წლებია უკვე არსებობს.
18:23 / 18.04.2019
სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება, ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ
მუზეუმში პრეზენტაციაზე, ისაუბრა.
სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში პრეზენტაციაზე, ისაუბრა.
15:20 / 17.04.2019
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის
მიხედვით, მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის
ჩაბარება მოუწევთ.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
14:34 / 17.04.2019
შინაგან საქმეთა სამინსიტროს მონაცემებით, 2018 წელს, ავტოსაგზაო
შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში
მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 6 608 ადამიანი
გარდაიცვალა, 85 946 ადამიანმა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს მონაცემებით, 2018 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 6 608 ადამიანი გარდაიცვალა, 85 946 ადამიანმა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
13:59 / 17.04.2019
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით
ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის
მასშტაბით სულ 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ ჩატარდა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
12:39 / 17.04.2019
სხვა ამბები
თელავის კიკბოქსინგის კლუბ "ჯორჯიას" დარბაზში ღია რინგი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
12:06 / 18-04-2019
2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
14:48 / 17-04-2019
სამხრეთ კავკასია სამ ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს აერთიანებს - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. სწორედ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, მაღალია აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მაცხოვრებელთა წარმომადგენლობა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ყველა დიდ ნაწილს - 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ (3.22 მილიონი ადამიანი), შემდგომ აზერბაიჯანელები - 6,3 პროცენტს (233 000 ადამიანი), ხოლო სომხები - 4,5 პროცენტს (168 100 ადამიანი).
16:58 / 12-04-2019
სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასის მოსწავლეები, 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან.
17:18 / 03-04-2019
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სხვადასხვა სახეობაში თექვსმეტ წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა და ბოლო პერიოდის მიღწევები კიდევ ერთხელ მიულოცა.
16:36 / 02-04-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში მხიარული სტარტების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი დასრულდა.
12:55 / 01-04-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.