გურჯაანის გამგეობის ფასადის რეაბილიტაციისთვის 6480 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის
გარე ფასადს რეაბილიტაცია უტარდება.
-„შეკეთდება ორი ფანჯარა, შეიცვლება შემოსასვლელი ალუმინის კარიც და
ჩატარდება შიდა სამუშაოები. ბოლო წლების განმავლობაში, შენობის
იერსახე საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო. სამუშაოებს შპს „მოხელე“
ასრულებს.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად
ბიაშვილმა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 6480 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები