საზოგადოება
როდის დაიწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში
2017-2018 სასწავლო წლის დაწყების თარიღები უნივერსიტეტების მიხედვით ცნობილია. ინფორმაციას EDU.ARIS.GE-ავრცელებს.

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება რეგისტრაციას, პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია 5-12 სექტემბერს (სწავლისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ვადა), აკადემიური რეგისტრაცია კი 14-18 სექტემბერს იწარმოებს (სასურველ ფაკუკლტეტზე ძირითადი და არჩევით საგნების დამატება საკუთარ ბაზაში). მაგისტრატურაზე კი სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება.
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს დაიწყება. მაგისტრებისთვის კი 2 ოქტომბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია 1-15 სექტემბერს იწარმოებს.
3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 ოქტომბერს დაიწყება.
4. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს იწყება. რაც შეეხება რეგისტრაციას, პირველკურსელებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია 5-20 სექტემბერს უნდა გაიარონ, დანარჩენი საფეხურის სტუდენტებმა კი 15 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე. მაგისტრატურის პირველკურსელებისთვის სწავლა 2 ოქტომბერს, დანარჩენებისთვის კი 25 სექტემბერს დაიწყება.

5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა პირველკურსელებისთვის 18 სექტემბერს იწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია 4-15 სექტემბერს იწარმოებს. ბაკალავრიატის დანარჩენი საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლა 4 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურაში კი 9 ოქტომბერს.
6. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 4-დან 16 სექტემბრამდე იწარმოებს.
7. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა ყველა საფეხურზე 9 ოქტომბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
8. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის 4-16 სექტემბერს იწარმოებს, დანარჩენი სტუდენტებისთვის კი 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
9. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 11 სექტემბერს დაიწყება, პირველკურსელებს კი რეგისტრაციის გავლა 31 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე შეეძლებათ.

10. ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. აკადემიური რეგისტრაცია კი 4-დან 15 სექტემბრამე იწარმოებს. მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სწავლა 30 ოქტომბერს დაიწყება.
11. საავიაციო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრატურის მეორეკურსელთათვის 11 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურის პირველკურსელებს კი სწავლა 25 სექტემბერს დაეწყებათ. რაც შეეხება ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაციას, მათ დარეგისტრირება 6 სექტემბრის ჩათვლის შეეძლებათ.
12. ჯიპაში სწავლა ყველა საბაკალავრო პროგრამაზე 18 სექტემბერს დაიწყება, გარდა ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტისა. აღნიშნულ სპეციალობაზე ახალი სემესტრი 11 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება რეგისტრაციას, ის უკვე დაწყებულია და 8 სექტემბერს დასრულდება, გარდა სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისა. მათთვის რეგისტრაცია 4 სექტემბერს დასრულდება.
13. კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა პირველკურსელთა საბუთების მიღება 4-9 სექტემბერს იწარმოებს.

14. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 11 სექტემბერს დაიწყება. 6-7-8 სექტემბერს კი იწარმოებს პირველკურსელთა რეგისტრაცია.
15. აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურაზე კი 2 ოქტომბერს. ბაკალავრიატის პირველკურსელთა რეგისტრაცია 12-13-14 სექტემბერს იწარმოებს.
16. ევროპის უნივერსიტეტში სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია კი 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.
17. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე იწარმოებს. სწავლა კი 25 სექტემბერს დაიწყება.
18. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა 11 სექტემბერს იწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია 29 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

19. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა ყველა საფეხურზე 18 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსლებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-16 სექტემბრის ჩათვილით უნდა გაიარონ, აკადემირი რეგისტრაცია კი 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია კი 11-16 სექტემბერს იწარმოებს.
20. სამხატვრო აკადემიაში სწავლა 1 ოქტომბერს იწყება, რეგისტრაციის ვადებს კი უნივერსიტეტი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
21. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს იწყება, რეგისტრაციის ვადები კი მოგვიანების იქნება ცნობილი.
საბაუნიში პირველკურსელთა რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 9 აგვისტომდე გაგრძელდება. ბაკალავრიატზე სწავლა 18 სექტემბერს, მაგისტრატურაზე კი 25 სექტემბერს დაიწყება.

რეგიონები:
1. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა რეგისტრაცია 5 სექტემბრიდან18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მაგისტრატურაში კი სწავლა 26 სექტემბერს დაიწყება.
2. ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება.
3. გორის უნივერსიტეტში სწავლა სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება.
4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა საფეხურის სტუდენტირშთვის 11 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია კი 8 სექტემბრადე იწარმოებს.
5. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ოქტომბერში დაიწყება. რეგისტრაციის ვადები კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
6. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა სავარაუდოდ 18 სექტემბერს დაიწყება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 20 °C
img
საგარეჯო 11 / 22 °C
img
დ.წყარო 8 / 18 °C
img
სიღნაღი 11 / 20 °C
img
ლაგოდეხი 9 / 18 °C
img
ყვარელი 12 / 20 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.