საზოგადოება
საპენსიო რეფორმა კრიტიკას ვერ უძლებს - პაატა შეშელიძე
რეფორმის მიმართ, რომელიც დაგროვებით პენსიას ითვალისწინებს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს როგორც მოსახლეობას, ასევე ექსპერტებს.
უმრავლესობა ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და თავად პროცესს, 90-იანი წლების ანაბრების ბედს უწინასწარმეტყველებს.
ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას ახალი კანონპროექტი არ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ დაგროვილი ფული წლების შემდეგ, შესაძლოა, უკან აღარ დაუბრუნდეთ. მათი თქმით, თუ საპენსიო რეფორმა ძალაში შევა, მასში ჩართვა სავალდებულო არ უნდა იყოს.
„თუ, როგორც ამბობენ, დაგროვილი თანხა მართლა დაუბრუნდება მოსახლეობას, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.“ - განაცხადა ნარგიზი გეთიაშვილმა.

იდეა არ მოსწონს გიორგი ჯამატაშვილს, როგორც ის ამბობს, დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკამდე ბევრი ვერ აღწევს.
„არ მომწონს ეს რეფორმა. არავინ იცის მიაღწევს თუ არა ადამიანი საპენსიო ასაკს, ამიტომ ის თანხა ბოლოს ვის ჯიბეში წავა, კაცმა არ იცის.“
რეფორმა მისაღებია ნათელა მელექსიშვილისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში მისი განხორციელება ნაკლებად შესაძლებელია.
„სხვა ქვეყნებში ვიცი, რომ რეფორმა წარმატებით ხორციელდება, მაგრამ ჩვენთან საქმე როგორ წავა, უცნობია. ამის მაგალითი სახეზე გვაქვს. ხალხს წლების წინ შემნახველ სალაროში დაგროვილი ფული გაუუქმდა. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ასე მოხდეს.“

რისკებზე საუბრობენ ექსპერტებიც. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საქართველოს პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსს ვერ ხედავს.
„დაგროვებითი სისტემის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ შემოთავაზებული ვარიანტი კრიტიკას ვერ უძლებს. მთავარი რისკი, რაც ამ პროცესს ახლავს, არის ის, რომ საპენსიო სააგენტოს არანაირი კონკრეტული ვალდებულება არ აქვს დააბრუნოს ხალხის მიერ დაგროვილი თანხა. ასეთი სისტემები სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელით ხორციელდება. თუმცა კონკრეტულად ასეთი მოდელით თუ არის სადმე, ვერ გეტყვით. “

მისივე თქმით, წარმოდგენილ მოდელს არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია.
„მოდელი, რომელზეც საუბარია, ზრდის დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს, ამიტომ შეიძლება მან უბრალოდ ეს საგადასახადო ტვირთი დაქირავებულს დააკისროს და შეუმციროს ხელფასი, ასევე ახალი პროექტები შეაჩეროს. თქვენ შეიძლება გადაიხადოთ უამრავი თანხა და ბოლოს გითხრან: უკაცრავად ჩვენ ფული არ გვაქვს. იურიდიულად ხელჩასაჭიდიც არაფერი გექნებათ, რომ თანხა მოითხოვოთ, რადგან კანონპროექტში არანაირი ვალდებულება არ დევს. გარდა ამისა, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, 90-იან წლებში ასეთი ანაბრები დაიკარგა და პასუხი არავინ აგო.“

შეგახსენებთ, რომ დაგროვებით პენსიაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება შემდეგნაირად: თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს დაემატება დამსაქმებლის მიერ დარიცხული 2%. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი საპენსიო ფონდში თავისი ხელფასის 4%-ს შეიტანენ.

კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის
განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე
პასუხისმგებლობა მკაცრდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
14:27 / 16.02.2019
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი
მოეწყობა.
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი მოეწყობა.
12:29 / 16.02.2019
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
17:33 / 15.02.2019
საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სპინალური ამიოტროფია
(ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც
საქართველოში არ ხდება.
საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც საქართველოში არ ხდება.
14:45 / 15.02.2019
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN)
კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
14:45 / 15.02.2019
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.