1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ პირველი დეკემბერი ოფიციალურად იქნა გამოცხადებული
შიდსის მსოფლიო დღედ.
დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი
მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.
გაეროს მიერ შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაიწყო ახალი
კამპანია "ვემხრობი შიდსის დამარცხებას“, რაც მიზნად ისახავს
საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით
დაავადებული ადამიანების მიმართ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
შიდსის შემთხვევები ყოველწლიურად იმატებს,
2002 წელს თუ ეს რიცხვი 377 იყო, 2016 წელს
5877 შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები