საზოგადოება
დააგებენ თუ არა ხელახლა გურჯაანის სკოლებთან სიჩქარის შემაფერხებლებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საჯარო სკოლასთან არსებული სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები თითქმის მთლიანად აყრილია.


ანალოგიური მდგომარეობაა ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე სოფელ გურჯაანისა და ვაზისუბნის საჯარო სკოლებთანაც.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ე.წ. „ბუგაროკები“ ადგილობრივებმა დააზიანეს, რადგან მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნიდა. „მანქანები სიჩქარეს არ ანელებენ და ისეთი სისწრაფით გადადიან, სახლები ზანზარებს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვართ ისინი, ვინც გზის პირას ვცხოვრობთ. ღამე ისეთი ხმაურია, ბავშვები ვერ დაგვიძინებია,“-აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა გივი მჭედლიშვილმა განაცხადა, სიჩქარის შემაფერხებლები აუცილებელია, განსაკუთრებით კი სკოლებთან.
„ხალხმა თვითონ დააზიანა იმ მიზეზით, რომ სახლები იბზარებაო. იმას არ ფიქრობენ, რომ ბავშვებს საფრთხეს უქმნიან, განსაკუთრებით მცირეწლოვნებს. მოსწავლეები ქუჩაზე რომ გადადიან, მძღოლები არ აჩერებენ. აქ კიდევ მოსახვევია და ზოგჯერ მანქანა ისეთი სიჩქარით მოდის, გადასვლა შეიძლება ვერც მოასწრონ. “

აღნიშნულ საფრთხეზე საუბრობს სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მჭედლიშვილიც. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რამდენიმე წლის წინ მათ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
„შემაფერხებლები ადგილობრივმა მოსახლეობამ აყარა. რამდენჯერმე მათთან შელაპარაკებაც კი მომივიდა. იმას არ ფიქრობენ, რომ აქ საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება. ამის შემდეგ გამგეობას ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ ჯერჯერობით სიახლე არაფერია. სიმართლე გითხრათ, რაც ახალი მერი დაინიშნა, აღარ მივსულვარ. ამჯერად ჩვენთან ვეჯინის სკოლის მოსწავლეებიც დადიან, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო სკოლაში უფრო მეტი ბავშვია და საფრთხეც დიდია. მართალია, ვმორიგეობთ და პატარებს ვაცილებთ, მაგრამ ბავშვია და დასვენებაზე შეიძლება უცებ გავიდეს ეზოს გარეთ, ამას ხომ ვერ განსაზღვრავ. ტრასის პირას ვართ და ყოველ წუთას დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ.“

მოხდება თუ არა მომავალში სიჩქარის შემაფერხებელი ხელოვნური ბორცვების ხელახლა დაგება, ამასთან დაკავშირებით შპს თელავის საგზაო სამმართველოს მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორის მოადგილემ თამაზ აბდულაშვილმა განმარტა, გზის ამ მონაკვეთზე შემაფერხებლები რამდენჯერმე აღადგინეს, მაგრამ უშედეგოდ.
„თავის დროზე შემაფერხებლების გაკეთება გურჯაანის გამგეობამ მოითხოვა. დავაგეთ, მაგრამ მოსახლეობამ აყარა. მივმართეთ გურჯაანის პოლიციასაც და გამგეობასაც, მაგრამ იმათაც ვერაფერი მოუხერხეს. თუ აღდგენა უნდათ,რაიონმა ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიმართოს. მაშინ შეიძლება, ხელახლა მოვაწყოთ, მაგრამ ვფიქრობ, აზრი არ აქვს. გურჯაანიდან ბაკურციხემდე ოცი ზოლი იყო გაკეთებული. გრძივი მეტრი დაახლოებით ასი ლარი ჯდება, ე.ი. ერთი ბორცვი რვაასი ლარი. ამით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ იზარალა.“

მისივე თქმით, ანალოგიური სიტუაციაა სხვა რაიონებშიც. თამაზ აბდულაშვილი მძღოლების უპასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი მოძრაობის წესებს არ იცავენ.
„ამ მხრივ ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, თელავიდან ახმეტამდე ხუთ ადგილას იყო შემაფერხებლები და ყველგან მოშალეს. ვერსად ვერ იმუშავა კარგად. იმის გამო, რომ შემაფერხებლებზე მანქანები დიდი სიჩქარით გადადიან, ეს ნამდვილად იწვევს ხმაურს. ყველგან დგა სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საპატრულომ უნდა დააყენოს სათვალთვალო კამერები, რომელიც აღრიცხავს მოძრაობის სიჩქარეს და მერე მძღოლს ავტომატურად დაერიცხება ჯარიმა. თუმცა, ჯერჯერობით ეს საკთხი არ გადაჭრილა.“

როგორც გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, საჯარო სკოლებთან არსებულ სიჩქარის შემაფერხებელ ბარიერებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს გზების დეპარტამენტი, მათ მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია თებერვალში გაუგზავნეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,
მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველოს მასშტაბით 8369 ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა., რის შედეგადაც 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი
დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველოს მასშტაბით 8369 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა., რის შედეგადაც 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა.
18:09 / 19.06.2019
21 ივნისს ევროპის ენერგეტიკის კვირეულს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც
უერთდება. მერიის ინფორმაციით დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება
ჩატარდება.
21 ივნისს ევროპის ენერგეტიკის კვირეულს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც უერთდება. მერიის ინფორმაციით დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.
17:17 / 19.06.2019
თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში, საგრანტო პროგრამების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში, საგრანტო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
17:05 / 19.06.2019
მეორე თვე დაიწყო, რაც პანკისის ხეობაში, ჯოყოლო-დუმასტურის
დამაკავშირებელი სამანქანე ხიდი დაკეტილია. ადგილობრივებს
გადაადგილება შემოვლითი გზით უხდებათ.
მეორე თვე დაიწყო, რაც პანკისის ხეობაში, ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდი დაკეტილია. ადგილობრივებს გადაადგილება შემოვლითი გზით უხდებათ.
13:23 / 19.06.2019
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე,
რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვინოებმა
37 მედალი აიღეს.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვინოებმა 37 მედალი აიღეს.
15:42 / 18.06.2019
სხვა ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
➡ 2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.
18:22 / 10-06-2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10-06-2019
ყვარელში „ილიას ტბაზე“ ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“.
17:56 / 29-05-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.