საზოგადოება
გურჯაანში სოციალურად დაუცველ ახალშობილს სასაჩუქრე პაკეტი გადასცეს
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა პროექტის ფარგლებში, გურჯაანში სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალშობილისთვის სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

როგორც ჩვენთან საუბარში პროექტის ფსიქოლოგმა ნათია ალბორიშვილმა განაცხადა, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) თავის პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება მოწყვლადი დედებისა და ბავშვებისთვის“ .

„ჩვენი პროექტი ხორციელდება ევროკავშირი საქართველოს დაფინანსებით და მიზნად ისახავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში დედების, ბავშვებისა და ზოგადად, ადგილობრივი თემებისთვის მდგომარეობისა და განვითარების შესაძლებლობების
გაუმჯობესებას. ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს სასაჩუქრე ნაკრებების გადაცემას იმ ახალშობილებისათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ოჯახებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში 20 სასაჩუქრე პაკეტი გვაქვს. მასში შედის ყველა ის ნივთი, რაც ახალშობილს უპირველესად სჭირდება: საფენები, სველი ხელსახოცი, პირსახოცი, ბოდეები, შამპუნი, საპონი, ქუდები, ხელთათმანები და ა,.შ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი თვის განმავლობაში კიდევ 19 მელოგინეს გადავცემთ ასეთ სასაჩუქრე პაკეტს.“

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ტარდება სასწავლო კურსები და ტრენინგები, ხდება სხვადასხვა ტიპის კონსულტაციების გაწევა სამიზნე ჯგუფებისთვის - ფსიქოლოგიური, სამედიცინო, იურიდიული, ახალი სერვისების საჭიროების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა,
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარება და მათ შორის კავშირების გაძლიერება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუშეთის საავტომობილო გზის რთულ მოანკვეთებზე, ასევე იმ ადგილას,
სადაც სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უნდა
დაიწყოს, შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს.
თუშეთის საავტომობილო გზის რთულ მოანკვეთებზე, ასევე იმ ადგილას, სადაც სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უნდა დაიწყოს, შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს.
14:38 / 15.06.2019
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სესიაზე სოფელ ახაშნის ნაწილის
განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საკითხი სოფლის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ევრო-სტანდარტების შესაბამისი
სასტუმრო-ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ეხებოდა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სესიაზე სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საკითხი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევრო-სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ეხებოდა.
13:59 / 15.06.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში სამუშაოები დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო.
13:29 / 15.06.2019
თუშეთის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი
ინფორმაციით, ავტომობილი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან
გადავარდა.
თუშეთის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა.
16:07 / 14.06.2019
კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების
კომპანია“ ახორციელებს.
კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს.
15:44 / 14.06.2019
სხვა ამბები
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
➡ 2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.
18:22 / 10-06-2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10-06-2019
ყვარელში „ილიას ტბაზე“ ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“.
17:56 / 29-05-2019
ღია კარის დღე 2019. შაბათს, 2019 წლის 25 მაისს, 13-დან 18 საათამდე, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაიმართა ღია კარის დღე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე.
10:42 / 29-05-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.