საზოგადოება
"დიონისო“ - საბერძნეთში გაცოცხლებული ქართული თეატრი და პატარა საქართველო
"დიონისო“ - ასე ჰქვია ქართველ ემიგრანტთა თეატრალურ დასს საბერძნეთში, რომელიც გურჯაანელმა თაკო სამხარაძემ ოთხი წლის წინ ბერძენი მეუღლის დახმარებით დააფუძნა.
ეს ის ადგილია, სადაც პატარებისა და უფროსი თაობის დასი თავიანთ წილ საქართველოს აცოცხლებს და ისევ მშობლიურ მხარეში ბრუნდება.

„დიონისოს“ უმცროსი ასაკის დასს ნელ-ნელა ემატებოდნენ პატარა მსახიობები, არადა, თავიდან მხოლოდ ერთი იყო.
პირველად მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ დადგეს, რომელიც პატარა ქართველებმა იქვე, „დიონისოს“ მცირე სცენაზე ითამაშეს. სპექტაკლით გამოწვეული ემოციები და ემიგრანტების ცრემლები თაკოს დღემდე ახსოვს.

მისი ძალისხმევით და ათენში მცხოვრები ქართველების მონდომებით ასე ნელ-ნელა ვითარდება ქართული თეატრი იქ, შორეულ საბერძნეთში. „ლურჯი ფრინველის“ შემდეგ, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იყო, რომელმაც პატარების დასს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.

-„აქ, საქართველოში საესტრადო და თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე. შემდეგ საზღვარგარეთ მიმიწვიეს სასწავლებლად. საბერძნეთში ქართული თეატრალური ორგანზიაცია არ იყო და მთელი გულით მინდოდა მე გამეხსნა. ჯერ ერთი, ეს ჩემი საქმეა, ჩემი პროფესიაა. საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები ქართულ თეატრსა და კულტურას მოწყვეტილები არიან. ბავშვები ბერძნულ წრეებზე დადიან, მაგრამ რატომ არ უნდა ეზიარონ იმ ქვეყნის კულტურას, სადაც მათი ფესვებია?! თეატრის გარდა, პატარებს ვაცნობ ქართულ იგავ-არაკებსა და პოეზიას, ამ ყველაფერს ისინი პირველად ეზიარნენ. მათ არ იცოდნენ, ვინ იყო სულხან საბა ორბელიანი. ქართულ საქმეს ვაკეთებ, მარტო ჩემთვის კი არა, იმ თაობისთვის, ვინც საბერძნეთში იზრდება და ვინც იქ დაიბადა. ბავშვები, რომლებიც სცენის გარეთ ბერძნულად ლაპარაკობდნენ, სცენაზე აბსოლუტურად უკომპლექსოდ თამაშობენ ქართულად. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.“

„დიონისოს“ უფროს დასში ყველაზე პატარა მონაწილე 22 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 67-ის. აქ მხოლოდ ერთი პროფესიონალია, დანარჩენებმა კი უბრალოდ ბავშვობის ოცნება აისრულეს და მსახიობის როლები დროებით მოირგეს.

-„პროფესიით მსახიობები არ არიან, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ გადასარევად ითამაშონ. ისინი უდიპლომო პროფესიონალები არიან. კარგად იცით, ემიგრაციაში მუშაობა როგორი რთულია. დაღლილები მოდიან საღამოს შვიდ-რვა საათზე, ეს დაღლილობა იქვე კართან რჩება და უდიდესი ენთუზიაზმით იწყებენ რეპეტიაციას. მათ მონდომებას რომ ვხედავ, არ მაქვს უფლება, მოვდუნდე და უფრო მეტი არ გავაკეთო მათთვის.“

მიმდინარე წლის მარტში, მარჯანიშვილის თეატრში თაკო სამხარაძეს „წარმატებული ემიგრანტი ქალი- 2018“-ის წოდება მიანიჭეს. როგორც თავად ამბობს, ამ აღიარებამ მისცა ბიძგი, რომ იქ, შორეულ საბერძნეთში, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. „დიონისოში“ მისი საქმიანობის გამო ანაზღაურება არასდროს მიუღია. ამბობს, რომ როდესაც შენი საქმე გიყვარს, ამ დროს ფინანსურ მხარეს ყურადღებას საერთოდ არ აქცევ.

ცოტა ხნის წინ სიღნაღის თეატრში გამართულ ფესტივალზე „დიონისოს“ პატარების დასმა აკაკი წერეთლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ღამურა“ ითამაშა. გარდა იმისა, რომ ახალბედა მსახიობებმა მშობლიური ქვეყნის სცენას ეზიარნენ, ზოგიერთმა მათგანმა საქართველო პირველად ნახა. დასმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

თაკოს გეგმები დიდია, კიდევ მრავალი სპექტაკლი უნდა დადგას, ოღონდ უფრო მეტი კომედია, რომელიც ათენში მცხოვრებ ქართველებს ემიგრანტობით გამოწვეულ სევდას ცოტა ხნით მაინც დაავიწყებთ.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების
თანამშრომლებს თებერვლიდან ხელფასები გაეზრდებათ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებს თებერვლიდან ხელფასები გაეზრდებათ.
15:45 / 16.01.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ სამსახურებში საკადრო
ცვლილებები გახორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს სუს-ის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ სამსახურებში საკადრო ცვლილებები გახორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს სუს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
11:06 / 16.01.2019
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სამშენებლო პროდუქტების
ხარისხი გაკონტროლდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ხარისხი გაკონტროლდება.
14:46 / 15.01.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია ნალექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი.
16:34 / 14.01.2019
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის
საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე
სახელმწიფო დროშები აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე სახელმწიფო დროშები აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ.
12:34 / 14.01.2019
სხვა ამბები
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
2018 წლის 20 დეკებერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პროგრამების ფარგლეში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია “იონი-კახეთი”ს პრეზეიდენტი ბ.ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ.ბ. მარი კლოდ სომერი გურჯაანის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ Life Line-ს ეწვია.
17:44 / 11-01-2019
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
13:57 / 11-01-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.
17:05 / 10-01-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა.
15:39 / 09-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.