საზოგადოება
"ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, "მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს“ - კარდენახელები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.  როგორც "ნუშებისა“ და „ტეტელოშვილების უბანში“ ამბობენ,  გზა ისეა დაზიანებული, მანქანით კი არა, გავლა ფეხითაც შეუძლებელია.
აქაურებს საკითხის გადაჭრის აღარ სჯერათ და პრობლემაზე ხუმრობენ კიდეც.

-„ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, „მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს. აბა რა ვიცით, გვეშველება რამე?!“- ამბობენ ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლები.

უფრო სერიოზულად კი ამ საკითხზე ივანე ხელაშვილი გვესაუბრება.

-“ამ გზაზე „ტაჩკითაც“ კი ვერ გაივლი. საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გაგვიკეთეს მარტო, დაახლოებით 100 მეტრი იქნება. აქ რა ხალხი არ ვცხოვრობთ? ხომ შეიძლება მოგვაქციონ ყურადღება“.

აღნიშნულ პრობლემაზე გვიყვება გურამ შაკიაშვილიც.
-„თოვლი რომ მოვა, მანქანები ცენტრალურ გზამდე საერთოდ ვეღარ ადის. ამას წინათ ხევი მოვარდა და გზა უფრო დახრამა, ვენახებისკენ ვეღარ ჩავსულვართ. რაღაც უნდა გვეშველოს, თორემ ასე ყოფნა არ შეიძლება.“

მზია ბეროშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

-„რამდენჯერ შევიკრიბეთ, ვლაპარაკობთ, მაგრამ რა აზრი აქვს?! 35 წელია აქ ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც გზა გვეღირსა და არც არაფერი. ბავშვები სკოლაში წვალებით დადიან, თითო წყვილი ფეხსაცმელი ერთი კვირა არ ჰყოფნით. მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით, ხმები უნდათ რომ მიიღინ, ჩვენი ჯავრი კი არ აქვთ. ნორმალურად ჩაცმა და გავლა რომ გინდოდეს, ვერსად ვერ წახვალ, მტვერში და ტალახში ვიხრჩობით. “

ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლების მსგავსად გზის მოასფალტებას „ნუშების უბანშიც“ ითხოვენ.

„გზა რომ არ გვაქვს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვინ გააკეთებს?! სულ დახრამულია. ფეხითაც ჭირს გავლა, მაღაზიამდე ძლივს მივდივართ ხოლმე. მერი მოვიდა და შეგვპირდა დახმარებას, ველოდებით როდის შეასრულებენ დანაპირებს, სხვა რა გზა გვაქვს.“ - ამბობს ლეო დოლენჯაშვილი.

დაპირების შესრულების მოლოდინი აქვს ტარიელ ბასილაშვილსაც.

-„გვპირდებიან ბეტონი უნდა დავასხათო და ვნახოთ რა იქნება, არადა აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ბავშვები სკოლაში ძლივს დადიან. უნდა მოგხედონ და მოგავქციონ ყურადღება“

საკითხის გასარკვევად speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

-„მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახში 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება, რომელიც პროექტში ნაწილობრივ „ნუშების უბანსაც“ მოიცავს. აქ 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

რაც შეეხება ტეტელოშვილების უბნის გზის რეაბილიტაციას, ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როდის გადაიჭრება აღნიშნულ უბანში გზის პრობლემა, მერიაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული
სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.
17:00 / 22.01.2019
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან
დაკავშირებით,
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმეს იხილავს.
15:49 / 22.01.2019
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის
ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის
ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის
განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.
10:51 / 22.01.2019
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების
ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი
ძალიან მცირეა.
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი ძალიან მცირეა.
12:58 / 21.01.2019
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის
„სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ
ტიდესტრომმა გადასცა.
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა გადასცა.
14:21 / 19.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.