გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ჩალაუბანსა და არაშენდაში
სპეციალური კომისია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის.
-„ზარალის ოდეობას ჯერ ვერ გეტყვით,რადგან კომისია ამ დროისთვის
ადგილზე მუშაობს. ყურძნის ჩაბარების პროცესში გვერდში დაგვიდგება
რთვლის შტაბიც. რა ზარალი მიაყენა მოსახლეობას სეტყვამ დღის ბოლოსთვის
გახდება ცნობილი.“- განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გუშინ საღამოს
მოსულმა სეტყვამ ვენახები, მრავალწლიანი და
ერთწლიანი კულტურების ნაწილი გაანადგურა.
მასალის გამოყენების პირობები