საზოგადოება
სად აშენდება ძაღლების თავშესაფარი გურჯაანში უკვე გადაწყვეტილია
2019 წელს გურჯაანში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამისათვის გურჯაანში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას თქმით, ცხოველთა თავშესაფრების პროექტირება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
„დავიწყოთ იქიდან, რომ მუნიციპალური ფონდი გეგმავს 2018 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ცხოველთა თავშესაფარის პროექტირებას და შემდეგ უკვე მშენებლობას. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ დონორები მოგვეძიებინა , პროექტირებაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. დღეს დავათვალიერეთ შერჩეული ადგილი. აქ მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი, დასაქმდება მოსახლეობა და ის პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, გადაიჭრება. 2019 წელს დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რომელიც ორ-სამ თვეს გასტანს . ამის შემდეგ ტენდერი უკვე უშუალოდ მშენებლობაზე გამოცხადდება.“

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ეს არის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
„მხოლოდ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, 2017 წელს, ძაღლებმა, დაახლოებით 326 ადამიანი დაკბინეს, მათგან ორასზე მეტი ბავშვია. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტს აწუხებს.
ჩვენ მივმართეთ არასამთავრობო სექტორსაც , რომელიც გამოგვეხმაურა და მოვამზადეთ გარკვეული ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემის გადაჭრის გზები. მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო ეს ვალდებულება. თავშესაფრის ამოქმედების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაცული იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება და ამავდროულად, ცხოველები გაივლიან მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ პროცედურებს. ვფიქრობ, ამ კუთხით სწორი და ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგა.“

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპატრონო ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ თანხის სიმცირის გამო ხელშეკრულებაზე ხელი აღარ მოაწერა.
2019 წელს კი, აღნიშნული თავშესაფრის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის თანხას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი გაიღებს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2020 წლის სოციალური
პაკეტი განიხილეს, რომელიც მილიონ 644 ათასი ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული თანხით 19 პროგრამის დაფინანსება განხორციელდება.
გურჯანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2020 წლის სოციალური პაკეტი განიხილეს, რომელიც მილიონ 644 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხით 19 პროგრამის დაფინანსება განხორციელდება.
11:41 / 21.01.2020
მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის
გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი თებერვალში დაიწყება.
მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი თებერვალში დაიწყება.
15:35 / 20.01.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი
და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია მცირე
თოვლი და ნისლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი.
14:46 / 20.01.2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის მერისთვის ახალ
მანქანას ყიდულობს, რომლის ღირებულება 70 ათასი ლარია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის მერისთვის ახალ მანქანას ყიდულობს, რომლის ღირებულება 70 ათასი ლარია.
14:43 / 20.01.2020
გურჯაანის სპორტკომპლექსში ცენტრალური სტადიონის დასუფთავების
სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გელა
დალაქიშვილის განმარტებით, ძირითადი და სათადარიგო სტადიონები,
მოახლოებულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
გურჯაანის სპორტკომპლექსში ცენტრალური სტადიონის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, ძირითადი და სათადარიგო სტადიონები, მოახლოებულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
17:17 / 16.01.2020
სხვა ამბები
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16-01-2020
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს დახმარებით.
09:24 / 14-01-2020
2020 წლის გაზაფხულზე, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება განხორციელდება.
15:56 / 13-01-2020
მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა, გურჯაანის ბაღებში სწავლა არ გადაიდება.
15:39 / 11-01-2020
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში 25 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა და აქედან მეორე ტურში 6 000-ზე მეტი გადავიდა.
15:03 / 10-01-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. ცვლილებები შეეხება ისტორიის, უცხოური ენებისა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენები) და მათემატიკის გამოცდას.
13:45 / 17-12-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1892
USD
USD
1
2.8770
GBP
GBP
1
3.7369
TRY
TRY
1
0.4878
RUB
RUB
100
4.6737
ამინდი
გურჯაანი -3 / 4 °C
img
საგარეჯო -2 / 6 °C
img
დ.წყარო -6 / 0 °C
img
სიღნაღი -4 / 4 °C
img
ლაგოდეხი -7 / 3 °C
img
ყვარელი -3 / 4 °C
img
თელავი -2 / 7 °C
img
ახმეტა -2 / 6 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.