საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 საზოგადოებრივი მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო
კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „ტელეიმედი“, „იბერია TV“ და „ტელეკომპანია კავკასია“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.


უწყების ინფორმაციით, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს, კერძოდ მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არასათანადო/არაეთიკური რეკლამა გაუშვეს.

„ტელეკომპანია კავკასიამ“ და „ტელეიმედმა“ ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელისშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშეშლას, რაც შეეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ბადეში კი ორივე ვიდეო რგოლი განთავსდა.

მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები წარმოადგენს არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებს და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა, საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად,
ასევე სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხვალ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი
როსარია პუგლისი თელავსა და ლაგოდეხში მოსახლეობასთან საინფორმაციო
შეხვედრას გამართავს. ღონისძიება საქართველოში ნატოს დღეების
ფარგლებში ტარდება.
ხვალ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსარია პუგლისი თელავსა და ლაგოდეხში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში ტარდება.
17:04 / 15.10.2019
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “კვართისა
საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას”
დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს
ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდება.
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდება.
13:02 / 14.10.2019
დღეს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართა. აქ მოსულ
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის
ამოვლებაში, დაეგემოვნებინათ სხადასხვა მარნების მიერ წარმოდგენილი
ღვინო.
დღეს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართა. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებაში, დაეგემოვნებინათ სხადასხვა მარნების მიერ წარმოდგენილი ღვინო.
17:59 / 12.10.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა
ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა
ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის
დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
17:57 / 11.10.2019
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს,
მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და ასევე თბილისის წყლებზე,
300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და ასევე თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
15:15 / 11.10.2019
სხვა ამბები
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15-10-2019
დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.
14:26 / 15-10-2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2725
USD
USD
1
2.9701
GBP
GBP
1
3.7631
TRY
TRY
1
0.5032
RUB
RUB
100
4.6078
ამინდი
გურჯაანი 11 / 26 °C
img
საგარეჯო 10 / 24 °C
img
დ.წყარო 11 / 22 °C
img
სიღნაღი 11 / 26 °C
img
ლაგოდეხი 11 / 24 °C
img
ყვარელი 11 / 26 °C
img
თელავი 11 / 25 °C
img
ახმეტა 11 / 25 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.