საზოგადოება
გურჯაანის სასამართლო - დავით ნარიმანიშვილის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა
გურჯაანის რაიონული სასამართლო რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

-"გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით ნარიმანიშილმა 2017 წლის თებერვალში საქართველოს ბანკიდან აღებული იპოთეკური სესხით და მის მიერ გაყიდული ბინიდან მიღებული თანხით ვადაზე ადრე სრულად დაფარა ბანკი „რესპუბლიკიდან“ აღებული სესხი. თუმცა იმის გამო რომ „რესპუბლიკა“ და „თიბისი“ ბანკი გაერთიანდა, დაფარული სესხის შესახებ ცნობა მოსამართლემ დროულად ვერ მიიღო. აღნიშნულის გამო გაჭიანურდა მ. უორდროპის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის მოხსნა. დავით ნარიმანიშვილმა „თიბისი“ ბანკიდან იპოთეკის მოხსნაზე თანხმობა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო, განცხადება იპოთეკის მოხსნაზე კი საჯარო რეესტრში 2018 წლის 17 დეკემბერს , 16:09 წუთზე დარეგისტრირდა. იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადების ერთმანეთთან დაკავშირება აბსურდია, იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა სესხი 2017 წლის თებერვალში სრულად დაფარა. სამწუხაროა, რომ ინტერნეტ გამოცემებმა სტატიის გამოქვეყნებამდე ინფორმაცია არ გადაამოწმა და ნებსით თუ უნებლიედ მოსამართლის მიმართ გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია."- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იპოთეკის მოხსნისა და დავით კირკიტაძის დაკავების ვადები ერთმანეთთან დააკავშირა. 


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი რეგულაციის თანახმად,
საქართველოს საზღვარზე შემოსულ ყველა საერთაშორისო გადაზიდვების,
ე.წ.ტრაილერის მძღოლს საზღვარზე შემოსვლისთანავე ჩაუტარდება კოვიდ
ინფექციაზე სწრაფი მარტივი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე ასევე
ანტიგენზე.
ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოს საზღვარზე შემოსულ ყველა საერთაშორისო გადაზიდვების, ე.წ.ტრაილერის მძღოლს საზღვარზე შემოსვლისთანავე ჩაუტარდება კოვიდ ინფექციაზე სწრაფი მარტივი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე ასევე ანტიგენზე.
11:23 / 30.05.2020
თელავის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში
ცვლილებაა, რომლის შესახებაც დღეს საკრებულომ იმსჯელა და პროექტს
მხარი დაუჭირა.
თელავის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებაა, რომლის შესახებაც დღეს საკრებულომ იმსჯელა და პროექტს მხარი დაუჭირა.
20:21 / 29.05.2020
დღეს უხელფასოდ დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 72 175 ადამიანმა,
რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე
მიიღო ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება.
დღეს უხელფასოდ დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 72 175 ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება.
17:22 / 29.05.2020
ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდება კონტროლს. ამიტომ დგას
ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედების ამოცანა და დღეს შეგვიძლია
ვთქვათ, რომ არსებული გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ, - განაცხადა დღეს
პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდება კონტროლს. ამიტომ დგას ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედების ამოცანა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ, - განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა.
11:05 / 27.05.2020
26 მაისს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918
წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
26 მაისს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
10:55 / 26.05.2020
სხვა ამბები
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
უძველეს სამარხებში, რომელთა შესწავლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში დღეს დაიწყეს, ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.
23:26 / 01-05-2020
განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, რადგან ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
18:46 / 24-04-2020
დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღთან დაკშვრებით თქვენთვის საინტერესო ტესტი მოვამზადეთ. შეამოწმეთ თქვენი თავი, რამდენად კარგად იცით ქართული ენის გრამატიკა.
15:01 / 14-04-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
USD
USD
1
3.1761
GBP
GBP
1
3.9161
TRY
TRY
1
0.4654
RUB
RUB
100
4.5026
ამინდი
გურჯაანი 16 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.