საზოგადოება
ახმეტის საბავშვო ბაღებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა და ხუთ ობიექტზე დარღვევები აღმოაჩინა.
შედეგად უწყებამ სააღმზრდელო დაწესებულებები დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა პირველ მაისამდე მისცა.

-„დარღვევები აღმოაჩნდა სოფელ დუმასტურის, ყვარელწყლის, აწყურის, ხორხელისა და ქალაქ ახმეტის #4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკებსა და სველ წერტილებში. დუმასტურის ბაღი 400 ლარით, ხოლო დანარჩენი ოთხი - 1200 ლარით დაჯარიმდა. ამ დროსითვის სააღმზრდელო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, არც ერთი მათგანი არ დაკეტილა. მოგვეცა გონივრული ვადა პრობლემის აღმოსაფხვრელად. სადაც მცირედი ხარვეზებია, იქ უკვე დაიწყო სამუშაოები, ხოლო დანარჩენზე პროექტირება მიმდინარეობს. ხარვეზები აწყურის ბაღის გარდა ყველგან პირველ მაისამდე უნდა გამოვასწოროთ. აწყურში ბაღის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. ბაღი ნაქირავებ ბინაშია განთავსებული, ფიზიკურად რა თანხაც არ უნდა დავახარჯოთ, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობა შეუძლებელია,“- განუცხადა speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები გასული წლის მაისშიც შეამოწმა. უწყებამ დარღვევები აღმოაჩინა სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვემო ალვანის #2 საბავშვო ბაღში. მაშინ სააღმზრდელო დაწესებულებები დაიხურა.
აგრეთვე, 2018 წელს ახმეტის ბაღებში არსებულ მძიმე ვითარებაზე იყო საუბარი სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ომბუდსმენის აპარატში ამბობდნენ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ბაღებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა, რის გამოც ყველა ბავშვს ვერ აძინებენ, ასევე პრობლემად სახელდებოდა კადრების სიმცირეც.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რეგიონული განვითარების ფონდი, მიმდინარე წელს საგარეჯო-უდაბნო-დავით
გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. აღნიშნული
მონაკვეთი ისეა დაზიანებული, რომ მძღოლებს მანქანით სიარული უჭირთ.
რეგიონული განვითარების ფონდი, მიმდინარე წელს საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი ისეა დაზიანებული, რომ მძღოლებს მანქანით სიარული უჭირთ.
15:11 / 22.03.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  საქართველოში
ქარია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით ის ძირითადად თბილისში დღის
მეორე ნახევარში გაძლიერდება, განსაკუთრებით კი ქალაქის გარეუბნებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  საქართველოში ქარია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით ის ძირითადად თბილისში დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება, განსაკუთრებით კი ქალაქის გარეუბნებში.
14:55 / 22.03.2019
ქალაქ გურჯაანის ბიბლიოთეკაში „გლეხური ბაზრის“ რეკონსტრუქციის
შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი,
ბაზრის დირექტორი, მოვაჭრეები, დაინტერესებული პირები და მერიის სხვა
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ გურჯაანის ბიბლიოთეკაში „გლეხური ბაზრის“ რეკონსტრუქციის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ბაზრის დირექტორი, მოვაჭრეები, დაინტერესებული პირები და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23:45 / 21.03.2019
სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა. მიზეზი
ქვეწარმავალია, რომელიც აღმზრდელებმა შენობაში აღმოაჩინეს.
სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა. მიზეზი ქვეწარმავალია, რომელიც აღმზრდელებმა შენობაში აღმოაჩინეს.
14:56 / 21.03.2019
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მეორე
საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
14:52 / 21.03.2019
სხვა ამბები
საგაზაფხულო მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
13:28 / 22-03-2019
2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. მიზეზი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესების დაცვაა.
15:31 / 20-03-2019
23-24 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
12:24 / 19-03-2019
პარასკევს, 15 მარტს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში ჟორდანიის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ კონსულტაცია გაუწია უშვილო წყვილებს. ვიზიტის ფარგლებში, კლინიკაშინ ჩამოსული იყო ასევე ინვიტრო განაყოფიერების სპციალისტ-ემბრიოლოგი ედგარ გონზალესი.
09:53 / 17-03-2019
აფხაზური ენის შესწავლის მსურველებისთვის სახელმძღვანელო გამოიცა.
14:47 / 16-03-2019
სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. ყველა მსურველს შეეძლება დაცვის პოლიციაში სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ობიექტზე, 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობით სწავლის პარალელურად, ჯარი მოხდილად ჩაეთვლებათ.
15:55 / 15-03-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.