საზოგადოება
გურჯაანის მერიამ პოლონეთში გასამგზავრებლად 20 მოსწავლე შეარჩია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება.


მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, ახალგაზრდები გასულ წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიემგზავრებიან.
„ზაფხულში ვიყავით პოლონეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მაშინ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომლის მოლაპარაკებებიც გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მერიასთან ერთად აწარმოა, შედეგი არის ის, რომ დღეს უკვე ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს. პროექტი, პოლონეთში, საჯაროს სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო-შემოქმედებით ვიზიტს მოიცავს. ივნისში, ოცი მოსწავლე ერთი კვირით გაემგზავრება პოლონეთში, სადაც გაეცნობიან ახალგაზრდულ პოლიტიკას, საგანმანათლებლო სისტემას, კულტურას და ა.შ. შეირჩნენ მე-11, მე-12 კლასელები შემდეგი კრიტერიუმებით: სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებსაც ჰქონდათ კარგი აკადემიური მოსწრება, ამავდროულად, კიდევ რამდენიმე ბავშვი, რომელთაც სხვა უპირატესობები აქვთ, არიან შემოქმედებითი კუთხით განვითარებულები. შერჩევის დროს არ გაგვითვალისწინებია პირადი დამოკიდებულება. სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ჩვენი მუნიციპალიტეტი პოლონელ ბავშვებს უმასპინძლებს.“

აღსანიშნავია, რომ შერჩეულ ახალგაზრდებს არანაირი თანხის გაღება არ მოუწევთ. ვიზიტის ძირითად ხარჯებს პიასეჩნოს მუნიციპალიტეტი დაფარავს, ნაწილობრივ დაფინანსებაში ჩაერთვება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

იხილეთ შერჩეული ბავშვების სია:

სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა- გიორგი საყვარლიშვილი
ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის საჯარო სკოლა- გულიკო მჭედლიშვილი
ახაშნის საჯარო სკოლა- მარიამ მაისურაძე
შაშიანის საჯარო სკოლა- ნანა მესხიშვილი
ჯიმითის საჯარო სკოლა- ანა ჟამერაშვილი
ველისციხის საჯარო სკოლა- ნინო ონოფრიშვილი
ჩუმლაყის საჯარო სკოლა- მარიამ ბაწელაშვილი
კაჭრეთის საჯარო სკოლა- მარიამ ორველაშვილი
გურჯაანის მეორე საჯარო სკოლა- ლევან ჯაჯანაშვილი
მუკუზნის საჯარო სკოლა- ლაშა აბესაძე
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა- ერეკლე აბელაშვილი
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა- მარიამ წანაწყენიშვილი
გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა- გვანცა პაპოშვილი
კარდენახის საჯარო სკოლა- გიორგი ჯიქურაშვილი
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა- ნინი ალადაშვილი
არაშენდის საჯარო სკოლა- გივი პიტიურიშვილი
ჭანდრის საჯარო სკოლა- სალომე მახარაშვილი
ჭანდრის საჯარო სკოლა- მარიამ თევდორაშვილი
ვაზისუბნის საჯარო სკოლა- მირიან მთვარელიშვილი
ბაკურციხის საჯარო სკოლა- გურამ ტორიაშვილი

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე გურჯაანის
კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი
მეორე ადგილი აიღეს.
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
17:59 / 25.06.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური
ვიზიტით სლოვაკეთში, პოვოჟსკა-ბისტრიცაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის
წინ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში, პოვოჟსკა-ბისტრიცაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
16:13 / 24.06.2019
ხვალ 14:00 საათზე ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში,
სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის - “Vejini Life Science” -ის
ფარგლებში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება
გაიმართება.
ხვალ 14:00 საათზე ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის - “Vejini Life Science” -ის ფარგლებში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება გაიმართება.
14:58 / 24.06.2019
გურჯაანის კულტურის ცენტრში ღონისძიება „მხიარული არდადაგები“
გაიმართა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და
ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
გურჯაანის კულტურის ცენტრში ღონისძიება „მხიარული არდადაგები“ გაიმართა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
13:09 / 24.06.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა
ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
11:49 / 24.06.2019
სხვა ამბები
23 ივნისს თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე თელავის კიკბოქსიორთა კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
15:35 / 24-06-2019
21 ივნისს, ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
23:31 / 21-06-2019
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
15:08 / 20-06-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.