საზოგადოება
მიწა შენია, არ უვლი, პოტენციურად ქმნი საფრთხეს?! - უნდა დაისაჯო - ამირან კოდიაშვილი
ამირან კოდიაშვილი ინიციატივით გამოდის, სახელმწიფომ მიიღოს მარტივი კანონი ნაკვეთების გადაწვასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ახლა სანამ ჯერ კიდევ მთელი შირაქი არ გადამწვარა, უნდა იქნას მარტივი კანონი მიღებული. თუ იწვის ქარსაფარი, ფერმერს არ აქვს შემოხნული ნაკვეთი და მისი ტერიტორიაც იწვება, ანუ პროცესი მიდის, იმ ადამიანმა პოტენციური დანაშაული ჩაიდინა. გასაგებია, რომ მას არ მოუკიდებია ცეცხლი, მაგრამ მან რომ არ შემოხნა, მასთან გადავიდა ვიღაცისგან და მისგან ქარსაფარში. რეალურად ხდება ხანძრის ასეთი სტიქიური გავრცელება და შესაბამისი სამსახურები ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. თუნდაც ეს ტერიტორია იყოს სახელმწიფოსი, მან უნდა აიღოს ვალდებულება, რომ შემოხნას, თუ არადა, დაჯარიმდეს სახელმწიფო და მან გადაიხადოს ჯარიმა თავის თავთან. ჩვენ სად უნდა ვეძებოთ, ვინ მოუკიდა ცეცხლი, ამას არ უნდა პოვნა. თუ შენ შექმენი პოტენციურად ქარსაფარების განადგურების საფრთხე, უნდა დაჯარიმდე. შეიძლება ნებისმიერმა მოუკიდოს ცეცხლი თუნდაც ჯერ სხვის ნაკვეთს, რომ მერე თავისთანაც გადავიდეს, ამიტომ ამის ადმინისტრირება შეუძლებელია სხვანაირად, მიწას უნდა მიებას. მიწა შენია, არ უვლი, პოტენციურად ქმნი საფრთხეს?! - უნდა დაისაჯო, პირველად უნდა დაჯარიმდე, მეორედ ჩამოგერთვას ნაკვეთი. სხვანაირად ამ საქმეს არ ეშველება.“ - განუცხადა speqtri.ge-ს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად კანონი ქარსაფრების შესახებ მომზადებულია, 4 წელია ამაზე მიდის საუბარი და სავარაუდოდ, წელს მიიღებენ, მაგრამ ეს კონკრეტული ინიციატივა, ცეცხლის პრევენციას ეხება.
-"ქარსაფრების კანონი არ ეხება ცეცხლის მოკიდებას. ის ეხება, რომ ქარსაფარი თუ ვინმემ გადაწვა, იმაზე იქნება პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორ უნდა დაადგინო, ვის დააკისრო პასუხისმგებლობა, მე ამ ინიციატივას ვაწვდი შესაბამის სამსახურს. მე არ მინდა ამას მიეცეს პოლიტიკური სახე, ეს რასაც პოლიტიკური სახე აქვს, ყველაფერი მახინჯდება და ხდება სპეკულირება. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის კონკრეტული სამეურნეო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს."


ამირან კოდიაშვილის თხოვნაა, ვინც ამ ინიციატივას ეთანხმება, გაუგზავნოს ფეისბუქის გვერდის შეტყობინებაში მოკლე პასუხი.
"ვეთანხმები და ხელს ვაწერ გვარი სახელი." თუ საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის სახელით, მივმართავ შესაბამის სამინისტროებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოებს, რომ დაიწყოს აღნიშნული ინიციატივის განხილვა. ორიგინალი ხელმოწერების შეგროვება რთული არ იქნება, ყველა ფოსტით გამოაგზავნით."


შეგახსენებთ, რომ შირაქში  დაახლოებით 4-5 ათასი ჰექტარი იწვის, მათ შორის ქარსაფარი ზოლი.

ფოტო: ამირან კოდიაშვილი


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები შირაქი / ხანძარი /
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა
სამზადისი დაიწყო.
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სამზადისი დაიწყო.
14:25 / 13.12.2019
„კვირაში ერთხელ, ხან ორჯერ, იშვიათად სამჯერ, მოდიოდა მანქანა,
მოქონდა წყალი, ჩვენ ვიდექით რიგში ჩვენი ჭურჭლებით. ან შეგვხვდებოდა
წყალი, ან არა. 28 წლის განმავლობაში მოდიოდა ცისტერნები და
ვყიდულობდით წყალს, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა.
„კვირაში ერთხელ, ხან ორჯერ, იშვიათად სამჯერ, მოდიოდა მანქანა, მოქონდა წყალი, ჩვენ ვიდექით რიგში ჩვენი ჭურჭლებით. ან შეგვხვდებოდა წყალი, ან არა. 28 წლის განმავლობაში მოდიოდა ცისტერნები და ვყიდულობდით წყალს, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა.
11:54 / 12.12.2019
გურჯაანის მერიამ საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნა გაითვალისწინა და
მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა.
გურჯაანის მერიამ საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნა გაითვალისწინა და მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა.
10:37 / 12.12.2019
14 დეკემბერს თბილისში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა კონტრაქციას
გეგმავს.
14 დეკემბერს თბილისში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა კონტრაქციას გეგმავს.
17:13 / 11.12.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს
ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა. არჩილ ხანდამაშვილის
განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი დიდი გამოცდილების მქონე კადრია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა. არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი დიდი გამოცდილების მქონე კადრია.
13:30 / 11.12.2019
სხვა ამბები
საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს.
16:51 / 10-12-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში კადეტთა შორის 23-ე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიში მიმდინარეობდა და მასში 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
11:44 / 10-12-2019
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
11:06 / 10-12-2019
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.
12:53 / 04-12-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
12:27 / 03-12-2019
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
15:18 / 27-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2024
USD
USD
1
2.8647
GBP
GBP
1
3.8341
TRY
TRY
1
0.4951
RUB
RUB
100
4.6032
ამინდი
გურჯაანი 2 / 12 °C
img
საგარეჯო 1 / 9 °C
img
დ.წყარო 0 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 1 / 10 °C
img
ყვარელი 2 / 12 °C
img
თელავი 2 / 11 °C
img
ახმეტა 1 / 11 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.