საზოგადოება
ახტალა, ცნობილი კურორტია, თუმცა მე პირველად ვარ - სალომე ზურაბიშვილი
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან დაათვალიერა კურორტი „ახტალა“ და ესტუმრა სამედიცინო ცენტრ  „კახეთი იონს“.


როგორც პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი რეგიონებში პრობლემების და არსებული პოტენციალის გაცნობაა.
„ახტალა, ეს ძველი და ცნობილი კურორტია, თუმცა მე პირველად ვარ. გუშინ ვიყავით უჯარმაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებობს კიდევ 44 სხვადასხვა სამკურნალო წყალი. ეს არის გამაჯანსაღებელი კურორტები და ყველანაირად შეიძლება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპისთვის ამ კუთხით ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩამოხვიდე არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდ. ჩემი რეგიონებში სტუმრობის მიზანია ადგილზე გავეცნო ადგილობრივ პრობლემებს და შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, კახეთი არის პოტენციალით სავსე კუთხე. მე რეგიონების ერთგვარი ელჩი ვარ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.“


მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ჩამოსვლა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„კახეთშიპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია. ეს კიდევ უფრო უსვავს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის რეგიონების განვითარება და იქ მიმდინარე პროექტები. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რომ რეგიონი განვითარდეს და წინ წავიდეს.“


გურჯაანის შემდეგ პრეზიდენტი სოფელ ველისციხეში გაემგზავრა სადაც ის ღვინის მარნებს დაათვალიერებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გურჯაანში მოსახლეობასთან
შეხვედრები დასრულდა. 30 - სოფელზე სულ 520 ათასი ლარია გამოყოფილი.
თითოეულ სოფელზე თანხა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად ნაწილდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. 30 - სოფელზე სულ 520 ათასი ლარია გამოყოფილი. თითოეულ სოფელზე თანხა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად ნაწილდება.
11:25 / 23.01.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან  25 იანვრამდე
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და
მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან  25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
17:26 / 22.01.2020
წესი იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების
კონტროლის მექანიზმების განხორციელებას გულისხმობს.
წესი იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების კონტროლის მექანიზმების განხორციელებას გულისხმობს.
12:43 / 22.01.2020
გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები დასასრულს უახლოვდება.
14:47 / 21.01.2020
გურჯანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2020 წლის სოციალური
პაკეტი განიხილეს, რომელიც მილიონ 644 ათასი ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული თანხით 19 პროგრამის დაფინანსება განხორციელდება.
გურჯანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2020 წლის სოციალური პაკეტი განიხილეს, რომელიც მილიონ 644 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხით 19 პროგრამის დაფინანსება განხორციელდება.
11:41 / 21.01.2020
სხვა ამბები
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
15:11 / 23-01-2020
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.
15:14 / 21-01-2020
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16-01-2020
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
11:17 / 15-01-2020
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს დახმარებით.
09:24 / 14-01-2020
2020 წლის გაზაფხულზე, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება განხორციელდება.
15:56 / 13-01-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2005
USD
USD
1
2.8867
GBP
GBP
1
3.7899
TRY
TRY
1
0.4874
RUB
RUB
100
4.6592
ამინდი
გურჯაანი -7 / 7 °C
img
საგარეჯო -6 / 2 °C
img
დ.წყარო -9 / -1 °C
img
სიღნაღი -8 / 6 °C
img
ლაგოდეხი -9 / 3 °C
img
ყვარელი -7 / 7 °C
img
თელავი -6 / 4 °C
img
ახმეტა -7 / 4 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.