"ლორწო მოჰყვება წყალს და ყროლს“ - ალაზანი საწარმოო ნარჩენებით ბინძურდება [Video]
17:08 / 31.07.2019
გურჯაანში მდებარე სპირტის ქარხანას - შპს „უნივერსალ სპირიტს“
ადგილობრივები გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენები ჯერ „ბელახევში“
ჩაედინება, შემდეგ კი მდინარე ალაზანს უერთდება.
მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგას, წყალი კი შავია.
„ლორწო მოჰყვება წყალს და ყროლს, ეს უკვე ეკოლოგიური კატასტროფაა.
„ბელახევი“ ალაზანს უერთდება. ერთადერთი მდინარე გვაქვს და არც
ბანაობა შეიძლება, არც თევზაობა! ან ფილტრები დააყენონ, ან გამწმენდი,
მაგრამ არავინ არის პატრონი, ყურს ვინ შეიბერტყავს?! ამის გაკეთებას
დიდი თანხა სჭირდება. მოსახლოებას, ვინც ხევის პირზე ცხოვრობს,
საშინელი სუნი აწუხებს, რასაც კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ გარემო
ბინძურდება და ამას რა ეშველება?!. ვენახებშიც ვეღარ ვჩერდებით
სამუშაოდ, ისეთი სუნია,“-ამბობს გურჯაანის მკვიდრი რევაზ
ზაკალაშვილი.
აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს ქარხნის მიმდებარედ, ქოროღლიშვილის
ქუჩაზე მცხოვრები გუჯა ლობჟანიძე.
-„ამას წინათ ჩემი სახლის წინ, ხიდზე მანქანას ვრეცხავდი, გარემოს
დამცველებმა ჯარიმა დაგვიწერეს, ხევს აბინძურებთო. ჩვენ თუ
ვაბინძურებთ გარემოს, ქარხანა რას აკეთებს?! იმათ არ სთხოვენ პასუხს.
საშინელი სუნია, ხალხი ვწუხდებით, ეზოში ვეღარ ვჩერდებით.“
„უნივერსალ სპირიტის“ დირექტორის ლადო ფოთოლაშვილის თქმით, ეს მხოლოდ
ერთი ქარხნის პრობლემა არ არის და ის მასშტაბურია, რადგანაც გურჯაანში
საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა საერთოდ არ არსებობს.
პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობს speqtri.ge-სთან გურჯაანის მერი
არჩილ ხანდამაშვილიც. მისი განცხადებით, ამ თემაზე კომუნიკაცია
ჰქონდათ აზიის განვითარების ბანკთანაც. იმისთვის, რომ საკანალიზაციო
სისტემა მოწესრიგდეს, დაახლოებით 20 მილიონი ლარია საჭირო.
-„ქალაქს არასდროს ჰქონია საკანალიზაციო სისტემის გაწმენდითი
საშუალებები. ამის მოწყობა დაახლოებით 20 მილიონი ლარი ჯდება. ამ
საკითხზე აზიის ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. მათგან ველოდებით
ქმედით ნაბიჯებს, მზაობა არსებობს. ძალიან დიდი პროექტია. შესაძლოა,
მიმდინარე ან მომავალ წელს ვერ განხორციელდეს, თუმცა ეს პრობლემა
აუცილებლად უნდა მოგვარდეს.“
„უნივერსალ სპირიტის“ მიერ გარემოს დაბინძურების შესაძლო ფაქტზე
ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე დაიწყო გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
-„ლაბორატორიული კვლევისთვის სათანადო სინჯები ავიღეთ, რათა
დადასტურდეს, არის თუ არა დაბინძურება. დაიწყო ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის საქმის წარმოება. კომპანიას დაუყოვნებლივ
გავუგზავნეთ მოთხოვნა, რომ ვიდრე არ აღმოფხვრიან შეუსაბამობას, რაც იქ
ვიზუალურად ფიქირდებოდა, ვიდრე არ მოაწყობენ სათანადო გამწმენდ
ნაგებობას, შეაჩერონ მუშაობა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ
საქმიანობას არ გააგრძელებს,“ - განაცხადა speqtri.ge-სთან
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნელი
კორკოტაძემ.
წარმოების დასრულების შემდეგ, თუკი დადასტურდება, რომ „უნივერსალ
სპირიტი“ გარმეოს აბინძურებს, მას შესაბამისი სანქცია დაეკისრება.
აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში
სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე,
მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს.
საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან
გეგმის მიხედვით, კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა
შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან
დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის
შესახებ მალე შევა ძალაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის
რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური
ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად
იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და
უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი
მთავარია.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული
ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი
თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები