საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა.


აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ. უწყების ინფორმაციით, ახალი „ფორდ რეინჯერები“ აღჭურვილია რეგისტრატორებითა და „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები ბაგებს გამოიყენებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განმარტებით, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შემდეგ, დეპარტამენტი ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.

ახალი ტექნიკის პრეზენტაციამდე, ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების იმ თანამშრომლებს შეხვდს, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამრღვევების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს.
„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები ხდება. ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ. დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის ფარგლებში. ჩვენს ქვეყანაში, კანონდამცველებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ხელის აღმართვა ვერავინ უნდა შეძლოს“, -განაცხადა მან.

2018 წლიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 13 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს საქართველოს უნივერსიტეტმა თელავის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა
გახსნა.
დღეს საქართველოს უნივერსიტეტმა თელავის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გახსნა.
16:33 / 21.02.2020
წნორში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
წნორში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
15:02 / 21.02.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
12:53 / 21.02.2020
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და შეერთებული შტატების
მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.
15:53 / 20.02.2020
დღეს საკრებულოს სხდომაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
დღეს საკრებულოს სხდომაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
13:32 / 20.02.2020
სხვა ამბები
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.
11:57 / 21-02-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.
16:50 / 17-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ“ სპორტული ფორმები გადასცა.
15:48 / 14-02-2020
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.
16:05 / 12-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0571
USD
USD
1
2.8299
GBP
GBP
1
3.6537
TRY
TRY
1
0.4633
RUB
RUB
100
4.3980
ამინდი
გურჯაანი 3 / 12 °C
img
საგარეჯო 2 / 10 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 3 / 12 °C
img
ლაგოდეხი 2 / 11 °C
img
ყვარელი 3 / 12 °C
img
თელავი 3 / 12 °C
img
ახმეტა 2 / 12 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.