საზოგადოება
სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაციები მკაცრდება.
ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.

იზრდება ჯარიმებიც. კერძოდ, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე ფულადი სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე ჯარიმა - 150-ის 250 ლარი იქნება.

„იურიდიული პირს კი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას დაეკისრება შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობა. მოქმედი რედაქციით, სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც ფოტო/ვიდეო ფირზე ფიქსირდება არ ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულის დაკლებას, ახალი პროექტის მიხედვით კი აღნიშნულ დარღვევას მიენიჭება ქულა.
კერძოდ:
• 0 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება;
• 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულა და 250 ლარიანი სანქცია იქნება.
ამავდროულად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას უფლებამოსილ პირის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს“-აღნიშნულია კანონპროექტში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები კანონი / სიჩქარე /
ამავე კატეგორიაში
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა
მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.
13:28 / 06.06.2020
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც
speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა
აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც
უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
13:19 / 06.06.2020
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ
მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ
თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
11:17 / 06.06.2020
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან
საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა
მოგვიანებით გაიხსნება.
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება.
17:31 / 05.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14:02 / 05.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 17 / 30 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 30 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.