საზოგადოება
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: მხარდაჭერა ქართულ მედიას
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2012 წლიდან ავლენს კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულებს. კონკურსის მიზანს ადგილობრივ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებში პროფესიონალიზმისა და ეთიკური ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ საკონკურსო ნამუშევრები, იქნება ეს ონლაინ თუ ბეჭდური სტატია, სატელევიზიო სიუჟეტი თუ ფოტორეპორტაჟი.

2018 წელს კონკურსის გამარჯვებული ნინო ბაიდაურის ფოტოისტორია - „დედა, რას ნიშნავს ზანგი“ გახდა. გამარჯვებული პუბლიკაციის სათაური ციტატაა ინტერვიუდან, რომელიც შერეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს:

„ინტერვიუში დედა მიყვება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, იმ ბარიერებზე და უსიამოვნო თუ სასიამოვნო შემთხვევებზე, რასაც ყოველდღიურობაში აწყდებიან მეზობლებთან, ტრანსპორტში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას... მათი ბავშვი კი, რომელიც არ არის საქმის კურსში, რა ხდება ქვეყანაში და უბრალოდ, ყურს მოკრავს ხოლმე გამოთქმებს, ისმენს უფროსების საუბარს, რამდენჯერმე დაუსვამს კითხვა მშობლისთვის - „დედა, რას ნიშნავს ზანგი“? სწორედ ბავშვის ეს ფრაზა ამოვიღე და დავარქვი ფოტოს სახელად“ - ამბობს ჟურნალისტი ნინო ბაიდაური და გვიყვება, თუ რატომ დაინტერესდა ამ თემატიკით:



„ზოგადად, ადამიანის უფლებები ჩემი მთავარი ინტერესის სფეროა, ფოტოგრაფიის ფარგლებში თუ ფოტოგრაფიის ფარგლებს მიღმა, შესაბამისად, ეს უცხო თემა ჩემთვის არ ყოფილა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის TDI-ის პროექტში „მრავალფეროვნების სახეები“, აქტიურად ვიყავი ჩართული ფოტოისტორიების მომზადების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ფოტოისტორია მოვამზადეთ. ერთ-ერთი ეხებოდა შავკანიანი ადამიანების ცხოვრებას საქართველოში, სადაც კონკრეტული ერთი ფოტოისტორია ფოკუსირებული იყო შერეულ წყვილზე. როდესაც ფოტოისტორიაზე ვმუშაობდი, ახალი მომხდარი იყო ერთ-ერთი უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც მედიაში საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ნიგერიელებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. იმ პერიოდს დაემთხვა ამ ფოტოისტორიის მომზადება, შემდეგ უკვე კონკურსის გამოცხადებაც ევროკავშირის მიერ - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“. ქვეყანაში შექმნილი ფონიდან გამომდინარე, რთული აღარ ყოფილა, კონკრეტული ფოტოს შერჩევა კონკურსში მონაწილეობისთვის“.

როგორც ნინო აღნიშნავს, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მისთვის როგორც დოკუმენტალისტი ფოტოგრაფისთვის, დიდი მოტივაცია აღმოჩნდა:

„ეს პრიზი არის ძალიან პრესტიჟული. ჩემს თვალში ეს არის ერთგვარი პლატფორმა, დიდი გასაქანი, პრინციპში, ფოტოდოკუმენტალისტებს არ გვაქვს სხვადსხვა კონკურსების სიმრავლის ფუფუნება. ეს პრიზი მხოლოდ იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთია, არამედ იმიტომ რომ ძალიან პრესტიჟულია. ვფიქრობ, ევროკავშირის პრიზის მოგება ჟურნალისტიკაში არის მნიშვნელოვანი აღიარება და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვისაც. ყველას ვურჩევ, რომ მიიღოს მონაწილეობა მსგავსი ტიპის კონკურსებში. პირადი სტიმულისა და პირადი მოტივაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აღიარება. ასევე მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ქვეყნისთვის და რეგიონისთვის იმ თემების აქტუალიზაციის თვალსაზრისით, რა თემებზეც ამახვილეს ყურადღებას ევროკავშირის კონკურსები“.

თამრიკო მიქაძე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელია, კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროკავშირი წლებია, ხელს უწყობს საქართველოში მედიის გაძლიერებას:

„მხოლოდ ამ პრიზის დაწესებით არ შემოიფარგლება ევროკავშირის საქმიანობა მედიასფეროში. ჯერ კიდევ როდესაც საქართველოში გაჩნდა სხვა ტელევიზიები და ერთი ცენტრალური ტელევიზიის გარდა უკვე გაჩნდა რეგიონული ტელევიზიები, ევროკავშირმა დიდი წვლილი შეიტანა მედიის განვითარებაში, როგორც ერის ინსტიტუციის. ევროკავშირისგან საკმაოდ დიდი დახმარება მიიღო რეგიონულმა მედიამ და ზოგადად, მედიამ, როგორც ბიზნესმა. თუმცა, იყო რაღაც თემები კონკრეტულად ჟურნალისტურ ეთიკურ სტანდარტთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებდა კიდევ უფრო მეტ განმტკიცებას და ამ მიზნით, 2012 წლიდან, ევროკავშირმა დააწესა პრიზი ჟურნალისტებისთვის“, - ამბობს თამრიკო მიქაძე.

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებს - ეს ერთ-ერთი საკონკურსო ნომინაციაა, რომლის მნიშვნელობაზეც ფოტოდოკუმენტალისტი ნინო ბაიდაური ჩვენთან საუბრობს:

ადამიანის უფლებების თემა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოპ და პირველადი მნიშვნელობის თემაა ქვეყანაში. რაღაცნაირად, მივედით განვითარების იმ საფეხურამდე, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ელექტროენერგიით და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებით აღარ არის მოცული; ცოტა უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებები გაგვიჩნდა... ჩვენ, როგორც ფოტოგრაფებს და არა მარტო ფოტოგრაფებს, თუმცა, ამ შემთხვევაში ფოტოგრაფებზე ვისაუბრებ, - ერთი ის, რომ პირადი ინტერესია, პირადი მისწრაფებების რეალიზაციის თვალსაზრისით და ამასთან ერთად, თან ერთგვარი მედიატორის როლს თამაშობ და უზრუნველყოფ ინფორმაციის გამტარობას. დახურულ საკითხებს შემდეგ მოაქვს ათასი სტერეოტიპი და სტიგმა, შენ კი, ინფორმაციას აწოდებ ადამიანებს, ვისთვისაც მანამდე ეს ინფორმაცია იყო უცხო, დახურული და ცხადია, ეს კარგია და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც“. 




თუ როგორია კონკურსში მონაწილეობის პირობები და რა პრინციპით ხდება საკონკურსო ნამუშევრების შერჩევა, ამასთან დაკავშირებით თამრიკო მიქაძე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ეს არის თავად ჟურნალისტის განაცხადი, როგორც პროფესიონალის და ეთიკური სტანდარტების დამცველის აზრი საკუთარ ნაშრომზე, რაც კონკურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად მიაჩნია:

„მთავარი პრინციპია, რომ კონკურსში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ჩვენი მიზანი არ არის, შევამოწმოთ მთელი ქართული მედია და ჩვენ თვითონ შევარჩიოთ საუკეთესო. ვფიქრობ, ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი თუ თვითონ თვლის, რომ მისი ნაშრომი არის საკონკურსოდ ფასეული, ეს არის კარგი და ხელს უწყობს ჟურნალისტის, როგორც თავად ინდივიდის, როგორც პროფესიონალისა და ეთიკური სტანდარტების დამცველის ჩამოყალიბებას“.

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საპრიზო კატეგორიების რაოდენობა წლების განმავლობაში გაიზარდა. 2019 წელს ჟურნალისტებმა 6 საპრიზო ნომინაციაზე წარადგინეს განაცხადები და ასევე, ბოლო წლებია, არსებობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას.

დამატებითი ინფორმაციისთვის კონკურსის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს http://www.euprizejournalism.eu/

წლევანდელი გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:


ნინო თარხნიშვილი: საუკეთესო სტატია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში - https://bit.ly/2RdOhzD 

ბესო გვენეტაძე: საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში - https://bit.ly/3auNfac 

გიორგი მგელაძე: საუკეთესო საგამოძიებო ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში - https://bit.ly/30EaCcQ 

ჯიმშერ რეხვიაშვილი: საუკეთესო ბლოგი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, მოსაზრება თემაზე ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში- https://bit.ly/2Rxn89U

ლაშა ცერცვაძე: ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში - https://bit.ly/30MQHso

დათო ქორიძე: საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებს - https://bit.ly/2NLVl4v

მამუკა კუპარაძე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში - https://bit.ly/30EdIO5


სტატია მომზადებულია მოცემული პოდკასტის მიხედვით:




მთავარი ფოტოს წყარო: Tolerance and Diversity Institute - TDI | Images of Diversity


სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.




ავტორი: თამარ კურატიშვილი

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.