კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში
იმყოფება 1 მოქალაქე. არავინ არ მოხსნილა. რაც შეეხება კარანტინის
სივრცეებს, 4 ლოკაციაზე იმყოფება 130 მოქალაქე.
9 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 47 ნიმუში.
ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ნიმუშების
აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში
მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ
პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი
მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი
პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს
თანამშრომლები.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4712
ნიმუში, აქედან 1520 მედპერსონალია, 1734 კარანტინის ვიზიტორების და
სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223, ტრაილერის მძღოლი 33.
მასალის გამოყენების პირობები