გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივლისიდან 18 ივლისის
დილამდე საქართველოს მთელ ტერიორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან
ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია
საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ
ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3
ბალიანი ღელვა.
მასალის გამოყენების პირობები