შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 790
ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული
გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 737 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები