შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489
ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაცით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები