გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციის შემოწმებას ახორციელებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების
მასშტაბური მონიტორინგი განახორციელეს.
მიზანი წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთა და
პრევენციაა. უწყების ინფორმაციით, წიწვოვანი ხე-მცენარეების
რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი
ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. სწორედ ამ დოკუმენტითაა
შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით -
სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ
შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან
იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის
წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის
ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა.
მასალის გამოყენების პირობები