დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან,
ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით დღევანდელი მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისში
863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა
ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი -
108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური
შემთხვევა არის 20 165. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.1 542 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია
396 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები