გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის
(ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების
საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად
გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო
პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მასალის გამოყენების პირობები