გადავსებული საკანალიზაციო ჭა ვეჯინში და საფრთხე, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს ექმნება
17:31 / 28.04.2021
სოფელ ვეჯინში საერთო საცხოვრებლისა და ამბულატორიის საკანალიზაციო ჭა
გადავსებულია და ფეკალური მასა დასახლებაში ღიად მიედინება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია გაუსაძლის პირობებში
უხდებათ ცხოვრება. აღნიშნულ ტერიტორიას ასევე ესაზღვრება საბავშვო
ბაღის ეზო.
ვეჯინში მცხოვრები მარინე მარსაგაშვილი გვიყვება, რომ ამ საკითხთან
დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს როგორც მერის წარმომადგენელს
სოფელში, ასევე მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა რეაგირება არ
მოჰყოლია.
„მე აქვე ვცხოვრობ და ნიავი რომ უბერავს ისეთი საშინელი სუნი დგება,
გარეთ ვერ გამოვსულვარ. სად გავიქცე აღარ ვიცი. არჩევნებისთვის
მოვიდნენ და ამოასუფთავეს, იმის შემდეგ არავის მოვუკითხივართ. კარგად
ხედავთ, რა მდგომარეობაა. ლამის გადავსახლდე აქედან. კანალიზაციით
კორპუსი და ამბულატორია სარგებლობს. რწმუნებულს რამდენჯერმე მივმართეთ
და გვითხრა გავასუფთავებთო, მაგრამ როდის - არ ვიციო. ეხლა ხომ დგა
სუნი, რომ დაცხება მაშინ უფრო საშინელებაა. ვის მივმართოთ ამ არეულ
ქვეყანაში, არ ვიცით. ვიხრჩობით, აღარ შეგვიძლია.“
პრობლემაზე საუბრობს ნანა ჩუთლაშვილიც.
„ეს საშინელი მდგომარეობა ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით -
ზაფხულში. ეხლაც კი ისეთი სუნი დგას, ფანჯარას ვერ ვაღებთ. ჭა ძალიან
მალე ივსება, ამოასუფთავეს სპეც. მანქანით და ორ კვირაში ისევ
გადაივსო. აქ ადრე იყო ძველი კანალიზაცია, რომელიც ბაღზე საერთოდ არ
ჩადიოდა და არც არავის აწუხებდა. არ ვიცი ის რატომ არ აღადგინეს,
ალბათ ბევრი თანხა იყო საჭირო, ეს კი მარტივად გასაკეთებელი
აღმოჩნდა.“
ვეჯინში მცხოვრები ელმირა ბეციაშვილის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა
საბავშვო ბაღს ექმნება და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც
არსებობს.
„ეს არ აწუხებს მხოლოდ მოსახლეობას, ანალოგიურად არის ბაღის
პრობლემაც. მენეჯერს მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა
მიემართა როგორც ადგილობრივი რწმუნებულისთვის, ასევე მერიისთვის და
ბაღების გაერთიანებისთვის, რადგან დღის განმავლობაში აქ არიან
ბავშვები. არის ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე, რომელსაც არ აქცევენ
ყურადღებას და ალბათ მათთვის სულერთია. ამბობენ, ბავშვები ჯერ გარეთ
არ გამოგვყავსო, მაგრამ ფანჯრებს ხომ მაინც ხსნიან! ეს სუნი უნდა
ისუნთქონ?! ეს არის მთელი სოფლის პრობლემა. ღმერთმა არ ქნას ეპიდემია
გავრცელდეს, ეს ძნელი აღსაკვეთი იქნება.“
speqtri.ge-ს მოსახლეობასთან საუბარს ეზოდან ისმენდა საბავშვო ბაღის
პერსონალიც. იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა ბაღის მენეჯერმა
აღნიშნული პრობლემის გამო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების
გაერთიანებას, ან სხვა რომელიმე სტრუქტურას, საბავშვო ბაღში მივედით,
თუმცა ბაღის პერსონალმა ეზოს კარი ჩვენს მისვლამდე ბოქლომით დაკეტა და
არ გამოჩენილან. ჩვენს ნახევარსაათიან მოლოდინს ფანჯრიდან ადევნებდნენ
თვალს.
როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში გავარკვიეთ, მათთვის
მსგავსი პრობლემით ოფიციალურად არავის მიუმართავს. თუმცა,
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ
ხანდამაშვილი. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა,
პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.
„რაც მე მერის პოზიციაზე ვარ, კანალიზაციას ყოველ წელიწადს ვწმენდთ,
მაგრამ პრობლემა ისევ წარმოიშვა. ვაპირებთ, მოვაწყოთ კაპიტალური
სეპტიკი, რომელზეც პროექტირება უკვე დასასრულს მიუახლოვდა და
სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. შესაბამისად, აუცილებლად
გამოვძებნით თანხებს, რომ ამ პრობლემას დავუსვათ წერტილი.
ბავშვებისთვის საფრთხე რომ არ შექმნილიყო, სწორედ ამიტომ ვიღებდით
ჩვენს თავზე მის გაწმენდას, თორემ კორპუსი კერძო საკუთრებაა და თვითონ
უნდა მიხედონ პრობლემას. “
რა თანხა იქნება საჭირო აღნიშნული სისტემის მოსაწყობად, არჩილ
ხანდამაშვილის თქმით, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, მაშინ
როდესაც, საპროექტო სამშაოები დასრულდება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები