საზოგადოება
მსოფლიოს ქვეყნების ღირშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში.

ასევე, ქ. ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია.

1 ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა.

26 მაისს განათდება ქრისტეს ცნობილი ქანდაკება რიო- დე- ჟანეიროში.

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოისახება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ქ. კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი.

ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი - სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში, გერმანული ვოისის გამარჯვებულის ნათია თოდუას მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ასევე, ქ, მაინის ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთელის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.

ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრი განათდება საქართველოს დროშის ფერებში და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახება.


თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის მთავარი სიმბოლო - „ათაქულეს კოშკი“, ამასთან განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებული იქნება მილოცვა თურქულ და ინგლისურ ენებზე.

ასევე, კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდება Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.
26 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ლორდ-მერის მიერ აღიმართება საქართველოს დროშა.

ამასთან,პირველად,საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს,ათენის ომონიის მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ირლანდიაში ქართული დროშის ფერებში განათდება ლორდ - მერის შენობა და დუბლინის მთავარ ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.

იერუსალიმში,იერუსალიმის კედლები ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ქ.ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე კი გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ასევე, კატარში, დოჰაში, ცენტრალურ ადგილას მდებარე ისტორიული შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.
26 მაისს, ნიდერლანდებში, ქართველი მუსიკოსების მიერ, ჰააგის ცენტრში შესრულდება მუსიკალური ნომერი, ხოლო ჰააგის წმ.იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ასევე, საქართველოს საელჩო განათდება ქართული დროშის ფერებში; საქართველოს დროშის ფერებში განათდება სლოვენიაში საქართველოს საელჩოც.

პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი განათდება საქართველოს დროშის ფერებში.


26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნგრეთში, ბუდაპეშტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი განათება ქართული დროშის ფერებში, ხოლო უნგრული ბენდი „Vardis Kucha” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართას კონცერტს.
უკრაინაში, კიევსა და ქ.ოდესაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება მერიის შენობები, ასევე, ოდესაში სარეკლამო ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოისახება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შვეიცარიაში, კანტონ გრაუბიუნდენში გაიმართება საზეიმო კონცერტი ქართველ და შვეიცარიელ მევიოლინეთა ერთობლივი ორკესტრის მონაწილეობით.
ჩეხეთში, საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავად, 5-30 მაისის პერიოდში იმართება გამოფენა „ქართული სამოსი“, სადაც წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები, ასევე 26 მაისის აღსანიშნავად, გავრცელდება ჩეხური გუნდის „ ჰაერი“ მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა.
უზბეკეთში, 26 მაისთან დაკავშირებით, ქ. ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ასევე განათება საქართველოს დროშის ფერებში. ხოლო, შენობის ფასადზე გაშვებული იქნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო.

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ბელგრადში მდებარე:

1. ავალას კოშკი - სერბეთის მთავარი სატელევიზიო ანძა
2. სლავიას მოედანი - ქ. ბელგრადის ცენტრალური მოედანი
3. ბრანკოს და ადას ხიდები
4. ალბანეთის სასახლე
5. ცენტრალური ფოსტის შენობა

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. თესალონიკში, საქართველოს დროშის ფერებში განათდება ქ. მერიის შენობა.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევანში განათდება ცირკის შენობა და მთელ ქალაქში მდებარე ბილბორდებზე იქნება ქართული დროშის გამოსახულება.

25-27 მაისს, მინსკის ბიბლიოთეკის შენობაზე გამოიფინება საქართველოს დროშა; 25-26 მაისს, ქალაქის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მონიტორზე ტრიალებს საქართველოს საიმიჯო რგოლი.

ამასთან,25 მაისს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

იტალიაში , 26 მაისთან დაკავშირებით განათდება:
რეჯო კალაბრიაში - “Aragonese Castle” -ქალაქ რეჯოს ერთ-ერთი მთავარი ისტორიული სიმბოლო.

ბაზილიკატაში - მერიის შენობა; სიცილიაზე- ასევე მერიის შენობა; პულიაში კი, მერიის შენობაზე გამოიფინება საქართველოს დროშა.

ცნობისთვის, ქართული დროშაა გამოსახული „გუგლის“ საძიებო სისტემის მთავარ გვერდზეც.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 27 °C
img
საგარეჯო 13 / 26 °C
img
დ.წყარო 9 / 27 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 13 / 27 °C
img
თელავი 14 / 27 °C
img
ახმეტა 13 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.