საზოგადოება
როგორ კადრებს ეძებს AMAZON საქართველოში? – 24 ივლისს ვებინარი გაიმართება
გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, 24 ივლისს, 11:00 საათზე Amazon.com_ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელის პავლე მგელაძის ვებინარი გაიმართება, თემაზე „როგორ კადრებს ეძებს AMAZON საქართველოში“.

პავლე მგელაძე, პირველი ქართველია Amazon-ში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე, სადაც მან მუშაობა 2016 წელს დაიწყო "Emory"-ს უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხის მიღების შემდეგ. მისი კარიერა Amazon-ში, საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო „Trade-In“ გუნდისთვის და ახლა მსოფლიო რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს გუნდს ხელმძღვანელობს.

როგორც თავად პავლე ამბობს თავის საქმიანობაზე: "ახალ ტექნოლოგიებს ვიყენებ, მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად".

24 ივლისს, Online შეხვედრის ფარგლებში, პავლე ისაუბრებს, თუ როგორ კადრებს ეძებს ამაზონი საქართველოში, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავა მსმენელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამაზონმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 100-მდე თანამშრომელი ყავდა და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებდა. დღეს კი, 1.3 მლნ თანამშრომელი ჰყავს და 150-ზე მეტ ქვეყანაში სარგებლობენ მისი პროდუქტებითა და სერვისებით - მიდგომები კი დღემდე უცვლელი რჩება.

გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, ვებინარების სერია გაზაფხულიდან მიმდინარეობს და პავლე მგელაძის გარდა, ამ დროისთვის Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის გიორგი მეგრელის, Ehotelspace-ის დამფუძნებლის დაჯი ლიპარტელიანის, პოლონეთში ქართული ღვინისა და არტ გალერეის დამფუძნებლის ქეთი ფრანგულაიშვილის ვებინარები გაიმართა.

24 ივლისს, 11:00 საათზე, „როგორ კადრებს ეძებს Amazon საქართველოში“ ვებინარზე დასწრებას შეძლებთ Zoom_ის დახმარებით: https://us02web.zoom.us/j/87993482828 , ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ გურჯაანის ტექნოპარკის Facebook Event-ს: https://fb.me/e/5uf30QI1f
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეის აღსანიშნავად ემზადებიან.
სადღესასწაულო პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყება ერეკლე მეფის
სასახლის ეზოში.
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეის აღსანიშნავად ემზადებიან. სადღესასწაულო პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყება ერეკლე მეფის სასახლის ეზოში.
12:52 / 26.05.2023
დღეს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება გაიმართა.
დღეს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
16:35 / 18.05.2023
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საქართველოში გასამართ 21
წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ახალი შეფუთვების
წარმოება დაიწყო, რომლებზეც საქართველოს ნაკრების ფეხბურთლები
იქნებიან გამოსახული.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საქართველოში გასამართ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც საქართველოს ნაკრების ფეხბურთლები იქნებიან გამოსახული.
16:40 / 08.05.2023
2023 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება.
გურჯაანს მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ჰყავს, ჭანდარში მცხოვრები
მარიამ ბეჟაშვილი.
2023 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება. გურჯაანს მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ჰყავს, ჭანდარში მცხოვრები მარიამ ბეჟაშვილი.
14:35 / 08.05.2023
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 30 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 17 / 30 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 30 °C
img
თელავი 18 / 30 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.