„ახალგაზრდულმა საბჭომ’’ პრეზიდენტისა და კლუბის ლიდერების არჩევნები ჩაატარა
დღეს, 31 ოქტომბერს, ქ.გურჯაანის კულტურის სახლთან არსებულმა
ახალგაზრდულმა ორანიზაციამ არჩევნები 2021 წარმატებით ჩაატარა.
‘’ახალგაზრდული საბჭოს’’ წევრებს 12:00 -დან 16:00 ჰქონდათ საშუალება
აერჩიათ მათთვის სასურველი პრეზიდენტობის, ვიცე-პრეზიდენტობისა და
კლუბების ლიდერობის კანდიდატები.
‘’წევრებს შეეძლოთ ხმა მიეცათ ისევე როგორც კულტურის სახლში, ასევე
ონლაინ ფორმატში. ყველას ჰქონოდა არჩევანის გაკეთების საშუალება.
ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, დაცული იყო კოვიდპანდემიასთან
დაკავშირებული ყველა რეგულაცია. არჩევნების პროცესმა სამართლიანად და
ხარვეზების გარეშე ჩაიარა. გაბათილდა მხოლოდ ერთი ბიულეტენი.“ -
გვითხრა ორგანიზაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ოტიაშვილმა.
არჩევნების შედეგები ასეთია:
‘’ახალგაზრდული საბჭოს’’ პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით გახდა ელენა
მინდორაშვილი, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არის სალომე ქოროღლიშვილი. მან
ხმათა 48,6% დააგროვა.
მისი კონკურენტები იყვნენ:
ლიკა მარტაშვილი ( 35,2%)
გიორგი ქართლელიშვილი (16,2)
რაც შეეხება კლუბების ახალ ლიდერებს, კულტურისა და სპორტის კლუბის
ლიდერი გახდა ნათია სონღულაშვილი. (81,5%) არაფორმალური განათლების
კლუბის ლიდერი - მარიამ მახარაშვილი. (52,6%) ტურიზმის კლუბის ლიდერად
აირჩიეს მარიამ ახალმოსულიშვილი. (55,2%) ეკოლოგიის კლუბის ლიდერის
პოზიციას კი მარიამ წიკლაური იკავებს. (65,7%)
მასალის გამოყენების პირობები