საზოგადოება
პენსიონერები "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ
გურჯაანში მცხოვრებმა ნუნუ ღვინაშვილმა 2030 ლარის ოდენობით საპენსიო სესხი სამი წლის ვადით 2016 წელს აიღო. როგორც გვიყვება, 2017 წელს ბანკიდან 200 ლარი კვლავ გამოიტანა, მას ოპერატორმა უთხრა რომ სესხი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდებოდა.


პენსიონერმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ სესხი ერთის ნაცვლად, ორი წლით გადაუვადდა.

"ძალიან გაგვიჭირდა, თორემ საერთოდ არ ავიღებდი ამ ოხერ სესხს. უარეს დღეში ჩავვარდი, სესხი მქონდა უკვე და 200 ლარი კიდევ ავიღე, ახლა მეუბნებიან, 400 ლარი გაქვს გატანილიო. 1700 ლარი პროცენტი დამაკისრეს, რისი პროცენტია, ვერ გავიგე. ამდენი ხანია ბანკში დავდივარ, ვდავობ და ვერ მიხსნიან რა ხდება. ჯერ პენსია რა არის და ახლა ამდენი ხანია ბანკს მიაქვს ფული, რა უნდა ვქნა, როგორ მოვიქცე, არ ვიცი. ამოიღონ კამერების ჩანაწერები, რამდენი გავიტანე თანხა, მაგრამ მეუბნებიან მაგას ვერ ვიზამთ, უკვე წაშლილია, დიდი ხანი გავიდაო," - გვიყვება პენსიონერი.

დარეჯან კაპანაძემ 2000-ლარიანი საპენსიო სესხით 2017 წელს ისარგებლა. ყოველთვიურად 60 ლარამდე თანხა პენსიიდან ეჭრება. მას ოპერატორმა უთხრა, რომ სესხი 4 წელში დაიფარებოდა. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც სრულად ვერ აიღო პენსია, ბანკში დარეკა და უთხრეს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პროცენტს ფარავდა და 2000 ლარი ერთნაირად უნდა დაფაროს.

"ხელშეკრულება არ წამიკითხავს, მითხრეს, ოთხწლიანი სესხია და შემდეგ სრულ პენსიას აიღებო. ვენდე, რას ვიფიქრებდი, თუ მომატყუებდნენ. ამ წლის ივნისში ამოიწურა ვადა, მთლიანი პენსია უნდა ამეღო, მაგრამ ისევ ჩამომაჭრეს თანხა. ავადმყოფობის გამო ბანკში მისვლაც არ შემიძლია, ამიტომ დავრეკე და მითხრეს, ძირი არ იფარებოდა და პროცენტების გადახდა ისევ უნდა გააგრძელო, თუ არადა 2000 ლარი ისევ შემოიტანოო. მაგდენი თანხა რომ მქონდეს, სესხს ხომ არ ავიღებდი?".

speqtri.ge ამ საკითხის თაობაზე, „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დოდო ბოჭორიშვილმა წერილობით მიმართვა მოგვთხოვა. ბანკისგან პასუხის მიღებას თვეზე მეტია უშედეგოდ ვცდილობთ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისს კონსულტაციების მისაღებად მსგავს საკითხებზე პენსიონერები ხშირად აკითხავენ. იურისტი, ლია ხუროშვილი ამბობს, რომ ნუნუ ღვინაშვილთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ლიბერთი ბანკმა“ სესხი არა 30, არამედ 42 %-ში დაუმტკიცა.

იურისტი პენსიონერებს ურჩევს, რომ თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, სესხის აღებისგან თავი შეიკავონ.

"ამ ადამიანებს კონსულტაციებს ვუწევთ, მაგრამ როდესაც ხელშეკრულებაში ვიხედებით, საკმაოდ მაღალ პროცენტზეა ლაპარაკი. ხელშეკრულებები რამდენიმე წლის წინაა გაფორმებული. ნუნუ ღვინაშვილის საპენსიო სესხი 42%-ზე მეტია. ხშირია ასეთი შემთხვევები, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს. პენსიონერები აცხადებენ, რომ ხშირად ბანკის თანამშრომლები თვითონვე სთავაზობენ სესხს, აცდუნებენ. ფაქტობრივად, ისინი ხელშეკრულებას ვერც კითხულობენ. აწერენ ხელს და აღმოჩნდება, რომ უარეს მდგომარეობაში ვარდებიან. ვეღარ აღწევენ თავს სასესხო ვალდებულებას. თუ არ იდავა პენსიონერმა, ბანკი თავისი ნებით რეფინანსირებას არ უკეთებს. ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ იდავოს. სასამართლოსთვის მიმართვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც დავას ართულებს. ყველაზე უკეთესია, მსესხებელმა ბანკს მიმართოს საჩივრით და მოითხპვოს პროცენტის შემცირება, თუ არ დააკმაყოფილებს ბანკი, მერე მიმართონ სასამართლოს. ყველაზე უკეთესია, პენსიონერმა საერთოდ არ აიღოს სესხი, რადგან ეს მათ ძალიან აზარალებთ. იყო შემთხვევები, როდესაც ბანკმა ოთხწლიანი სესხი შესთავაზა მოქალაქეებს, ოპერატორებმა აღარ განუმარტეს, რომ 4 წელი მხოლოდ პროცენტი იფარებოდა პენსიიდან, ძირი თანხა კი - არა. ეს მოქალაქეებმა შემდეგ აღმოაჩინეს," - გვეუბნება ლია ხუროშვილი.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე პენსიონერებს ურჩევს, სესხის აღების დროს ხელშეკრულების პირობებს კარგად გაეცნონ.

"საპენსიო სესხი სამომხმარებლო ტიპის სესხია, რომლითაც საკმაოდ ბევრი პენსიონერი სარგებლობს. ყველა სესხი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ძირითადი პრობლემა რაც იყო, ეს საპროცენტო განაკვეთია. ჩვენ თუ შევხედავთ საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, მაგალითად, ეს სესხი ლიბერთი ბანკში 30%-ია. სხვა ბანკში რომ იგივე ასაკის ადამიანმა სესხი აიღოს, ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად იაფად აიღებს. თან სხვა ბანკები სესხებს საპენსიო ასაკის ადამიანებზე არც გასცემენ. "ლიბერთი", ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელიც პენსიის საფუძველზე გასცემს თანხას. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუკი სხვა რამეს ელოდა და სხვანაირად აღმოჩნდა, სჯობს, ბანკს მიმართონ. ბანკი ოჯახის წევრი არ არის, რომ მორალზე მიუთუთო. როდესაც მათთან ვიწყებთ ურთიერთობას, ის ხელშეკრულება, რასაც ვაფორმებთ, უნდა წავიკითხოთ და დეტალურად გავეცნოთ. საპენსიო ასაკის ადამიანი უფრო რისკ ჯგუფშია, ვიდრე ახალგაზრდები. შესაბამისად, ბანკი, როდესაც გასცემს სესხს, ითვლის რისკებს. რადგან რისკი მეტია, შეიძლება სხვა ტიპის სესხებზე პროცენტი ოდნავ მაღალი იყოს. ძალიან დაბალი ალბათობაა იმის, ბანკმა ისეთი ნაბიჯი გადაგას, რაც ხელშეკრულებაში იურიდიულად არ არის გაწერილი," - ამბობს გიორგი კეპულაძე.

როგორც უკვე ცნობილია, პენსიების გაცემასთან დაკავშირებით მომავალი წლიდან ახალი ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა კომერციულ ბანკებს ექნებათ.

" შეიქმნა უწყებათაშირისი კომისია, რომელიც სატენდერო პირობებზე მსჯელობს. მორიგ სხდომაზე აუცილებლად ჩაერთვება ჩვენი ორგანიზაცია, ვეცდებით, ეს პროცესი გავაკონტროლოთ. იმისთვის, რომ ბანკმა პენსია დაარიგოს, საჭიროა ან ფილიალი ჰქონდეს ყველგან, ან სხვა საშუალება. ლიბერთი ბანკი 200 000 პენსიონერს, რომელიც არ ცხოვრობს იმ დასახლებაში, სადაც ფილიალია, ახერხებს პენსიის დარიგებას. ეს წლობით გამომუშავებული პრაქტიკაა. მაგალითად, შესაძლოა ცაგერში, რომელიღაც ბანკს ფილიალი არ ჰქონდეს, იმისთვის რომ დაარიგოს პენსია, დიდი ინვესტიცია დასჭირდება. მას არ მგონია დიდი ინტერესი ჰქონდეს პენსიის დარიგების, რომელიც ასევე ხარჯთანაა დაკავშირებული. ეს რთული პროცესი იქნება იმ ბანკებისთვის, რომელთაც ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. არსებობს ალბათობა, რომ ისევ "ლიბერთი ბანკმა" მოიგოს ტენდერი. არ ველოდები, რომ დღეს არსებული მოცემულობა შეიცვლება,"- აღნიშნა კეპულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 800 000-მდე პენსიონერია, მათგან ნახევარს, 400 000-ს საპენსიო სესხი აქვს აღებული.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.