ლუგანსკის ერთადერთი თბოელექტროსადგური, რომელიც უკრაინის კონტროლის
ქვეშაა ლუგანსკის ტერიტორიაზე დაზიანებულია. ქალაქი სჩასტიე დენისა და
წყლის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
უკრაინული მედია „ukrinform”-ი ავრცელებს.
„ukrinform”-ის
თქმით, ამის შესახებ ლუგანსკის
სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმ თავის
ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.
„დაზიანებულია ყველა გამავალი ელექტროგადამცემი, რომელიც ლუგანსკის
თბოელექტროსადგურს უკავშირდება. სადგური გაჩერებულია!“,-ნათქვამია
განცხადებაში.
დაზარალებულია აგრეთვე ვრუბოვკის დასახლება. ხალხს არ აქვს წვდომა
ელექტროენერგიასთან და ბუნებრივ აირთან.
„ვრუბოვკა ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეა. ხალხი ბომბის
თავშესაფრებშია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. დაზიანებულია
აგრეთვე გაზგაყვანილობა-200 მომხმარებელი ბუნებრივი აირის გარეშეა
დარჩენილი. წვდომა აღდგენისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს. სროლა არ
წყდება. ხალხი კომუნიკაციის გარეშეა“,-ამბობს გაიდაი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები კომუნიკაციის
აღსადგენად, თუმცა სროლა ხელს უშლის ამ ყველაფრის სწრაფად
გაკეთებას.
მასალის გამოყენების პირობები