საზოგადოება
იორმუღანლოს მოსახლეობა შშმ მოზარდებისთვის დღის ცენტრის გახსნას ითხოვს
ერთ-ერთი გამორჩეული საკითხი, რომელიც იორმუღანლოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების პრობლემაა. თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მშობლები ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან.

7 წლის წინ სმენის პრობლემებით დაიბადა. ამ ხნის განმავლობაში მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მცდელობაა საჭირო.
ჩებნე წელს პირველად მივიდა სკოლაში. ძალიან უყვარს ხატვა. როგორც დედა გვიყვება უკვე დაიწყო სიტყვების და ფრაზების წარმოთქმა, რითაც ახვედრებს რა სურს. მშობლების აზრით, სოფელში რომ იყოს დღის ცენტრი, ამგვარი პრობლემების მქონე ბავშვებს, განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

„მასწავლებელთან დამყავდა, რომელიც სურათებით ასწავლიდა. მეტყველება აქვს და ასოებსაც სცნობს. მერე ოპერაცია გავუკეთეთ და აპარატი ჩავუდგით. ბავშვმა იტირა, იმიტომ რომ ხუთ წლამდე არაფერი ესმოდა. წელს სკოლაში მივიყვანეთ. როდესაც სკოლის მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის, აპარატის გამო, ბავშვი გვიან იგებს მის ხმას. პედაგოგი დიდ დროს ხომ ვერ დაუთმობს, სხვა ბავშვებიც ხომ ჰყავს?! ამიტომ სჭირდება სპეციალური მასწავლებელი და ექიმი, რომელიც ეხლა დაუნიშნეს. მადლიერი ვარ, იმის გამო, რომ ცდილობენ ბავშვმა რაღაც ისწავლოს. ჩვენს თემში დღის ცენტრი რომ იყოს, ჩემს შვილს იქ მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ გაიუმჯობესოს უნარ-ჩვევები, შეისწავლოს ხელსაქმე, ხატვა და ა.შ.“

4 წლის ჰუსეინი ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. სოფელში არც საბავშვო ბაღია და არც დღის ცენტრი. ბავშვი მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული. იმ მიზნით, რომ ფეხზე გავლა შეძლოს, მუდმივი მკურნალობა სჭირდება.

ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს სოფელ დუზაგრამაში მცხოვრებ 13 წლის ნოვრუზსაც. ძალიან უყვარს მუსიკა. ყველაზე დიდი ოცნება აქვს, რომ ფეხზე სხვისი დახმარების გარეშე გაიაროს. ბავშვი ძირითადად სახლშია. როგორც დედა ამბობს, მათ გარშემო დაახლოებით 15 ასეთი მოზარდი ცხოვრობს და ამიტომ კარგი იქნება თუ სოფელში დღის ცენტრი გაკეთდება.
სამედიცინო ცენტრ „დიაგნოზის“ დირექტორის, კაზანფარ მამედოვის განმარტებით, პრობლემის შესახებ მისთვის ცნობილია. ეს საკითხი ძალიან საყურადღებოა, თუმცა, ამ ეტაპზე თანასოფლელებს მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა შეუძლიათ.

„ ვიცი, რომ არსებობს სპეციალური ცენტრები შშმ პირებისთვის, მაგრამ იორმუღანლოს თემში ამის გაკეთება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი. მსგავსი პრობლემები სოფელში ბევრია და ძირითადად ვცდილობთ ადგილზე მოვაგვაროთ. ჩვენი დახმარება ის არის, რომ ფინანსურად ვუდგავართ გვერდში და სხვადასხვა ქვეყანაში ან თბილისში ვუშვებთ სამკურნალოდ. მეტი არაფერი შეგვიძლია. შშმ პირებისთვის დღის ცენტრი რომ იყოს, ძალიან კარგი იქნება, რადგან ზოგს გამორჩეული ნიჭი აქვს და მათი განვითარებისთვის ეს აუცილებელია. დარწმუნებული ასეთი დახმარება ბევრ მათგანს სასიკეთოდ წაადგება. თუკი მერია შეძლებს მსგავსი ცენტრის გაკეთებას შშმ ბავშვებისთვის, ეს კარგი პროექტი იქნება.“

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის სოფო შაქარაშვილის განცხადებით, საგარეჯოში უკვე არსებობს დღის ცენტრი მსგავსი პრობლემის მქონე ბენეფიციარებისთვის.

„მერიის ერთ - ერთი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებია. არასრულწლოვან შშმ პირებზე 18 წლამდე გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება. ასევე შეუძლიათ ისარგებლონ რეაბილიტაციის დაფინანსებითი პროგრამით, თუ ეტლის საჭიროება გააჩნიათ, მოვიძიებთ შესაბამის ორგანიზაციას და უსასყიდლოდ გადავცემთ. უფინანსდებათ კვლევები, სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და წელიწადში 500 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

საგარეჯოში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც გათვლილია 18 წლამდე ბავშვებზე. ამჟამად 25-მდე ბენეფიციარი ჰყავთ. მერიიდან ფინანსდებიან ტრანსპორტის ხარჯებით, მაგრამ, როგორც ვიცი, აზერბაიჯანული თემიდან არავინ დადის. ამჟამად ცენტრს ათი ბავშვის დამატების რესურსი გააჩნია. მსურველებმა უნდა მიმართონ და მათზე ვაუჩერი გაიცემა. ამაში, რა თქმა უნდა, ტრანსპორტირების ხარჯიც იგულისხმება. დღის ცენტრის მისამართია: ქალაქი საგარეჯო, კახეთის ქუჩა N80 ა, საბავშვო ბაღის შენობა.

ორგანიზაციას ასევე აქვს იმის სურვილი და მუშაობს კიდეც ამ საკითხზე, რომ აზერბაიჯანულ თემშიც გაიხსნას დღის ცენტრი. თუმცა მანამდე, თუ ვინმე დაინტერესებულია, რომ საგარეჯოში არსებულ დღის ცენტრში ჩაირიცხოს, უნდა მივიდნენ ადგილზე, გაესაუბრონ ხელმძღვანელებს, მიიტანონ საჭირო დოკუმენტაცია , დარეგისტრირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.“

მისივე თქმით, დღის ცენტრს გახსნა შეუძლია კერძო პირს, რომელმაც უნდა შეიტანოს საბუთები სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნით. თუ ვინმე მსურველი იქნება, რომ იორმურანლოს თემშიც გაიხსნას რეაბილიტაციის ცენტრი, მერია მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები შშმ პირები /
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.