სლოვაკეთმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდერ
დუბჩეკის სახელობის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა.
ამის შესახებ სლოვალკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰაგერი ტვიტერში
წერს.
„სლოვაკეთმა ზელენსკი დააჯილდოვა ალექსანდერ დუბჩეკის სახელმწიფო
პრემიით - თავისუფლებისა და იმედის სლოვაკური სიმბოლოთი. პუტინმა
გადაწყვიტა, უკრაინაში გაიმეოროს ის, რაც საბჭოთა კავშირმა გააკეთა
1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში. ის იყენებს სამხედრო ძალას, რათა ჩაახშოს
ადამიანთა სწრაფვა დემოკრატიისკენ. ეს დაუშვებელია!“ - წერს
ჰაგერი.
მასალის გამოყენების პირობები