საზოგადოება
მთავარი პრიზი 5 000 ლარი - გურჯაანის ტექნოპარკის მორიგი პროექტი
26 და 27 ნოემბერს გურჯაანის ტექნოპარკში ორდღიანი პროექტი „Smart სათამაშოების Makeathon”-ი გაიმართება. გურჯაანის ტექნოპარკი პროექტის მონაწილეებს მთელი საქართველოს მასშტაბით უმასპინძლებს.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი სურვილი და იდეა სტარტაპად აქციონ და შექმნან რეალური პროდუქტი, ჭკვიანი სათამაშოების ინდუსტრიაში.

“ძალიან საინტერესო პროექტით დაგიბრუნდით. ეს არის ჭკვიანი სათამაშოების ორდღიანი პროექტი, რომელიც 26 და 27 ნოემბერს გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარდება. პროექტის მიზანია, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, დაიწყონ სტარტაპი სათამაშოების ინდუსტრიის სფეროში. შექმნან ჭკვიანი სათამაშოები, რომლებიც იქნება მოთხოვნადი, როგორც ადგილობრივ, ისევე გლობალურ ბაზარზე.

პროექტის მთავარი პრიზი არის გრანტი 5000 ლარის ოდენობით სააგენტოს სახელით, რომელსაც გამარჯვებული გამოიყენებს უშუალოდ ამ ორი დღის განმავლობაში შექმნილი პროტოტიპის განვითარებისთვის,“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერი ელენე გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წლის ზემოთ დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და იდეა, რომ დაიწყოს ამ სფეროში მოღვაწეობა.

„პროექტის ფარგლებში, ადგილზე იქნებიან მენტორები, კვალიფიციური ტრენერები, რომლებიც მონაწილეებს სფეროსა და ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, დაეხმარებიან, იდეები მაქსიმალურად გადმოიტანონ რეალობაში და შექმნან რეალური პროდუქტები ჩვენი ფაბ-ლაბის გამოყენებით.

მონაწილეებს დახმარებას ფაბ-ლაბის სპეციალისტებიც გაუწევენ. მათ ადგილზე დახვდებათ ყველა საჭირო რესურსი.

ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება დღისა და ღამის კვება. მონაწილეებს შეეძლებათ, რომ დარჩნენ ტექნოპარკის ტერიტორიაზე და გადაბმულად იმუშაონ საკუთარ იდეებზე,“ - ამბობს ელენე გოგოლაშვილი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება გურჯაანის ტექნოპარკის, თელავის ტექნოპარკის, ახმეტის ინოვაციების ცენტრის, ფაბ-ლაბ ტექნოპარკისა და კომპანია „ქლევერტონის“ ორგანიზებით.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი 23:59 საათი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 სექტემბერს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
14:15 / 13.09.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის
შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის
მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.
14:41 / 12.09.2023
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას
დაპირდნენ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდნენ.
13:26 / 08.09.2023
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით
დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები
მოისმინა.
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
16:58 / 07.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს - 400 ლარს გადასცემს.
15:47 / 15-09-2023
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი იზრდება.
15:12 / 15-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 17 °C
img
საგარეჯო 9 / 19 °C
img
დ.წყარო 10 / 16 °C
img
სიღნაღი 11 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 15 °C
img
ყვარელი 11 / 17 °C
img
თელავი 9 / 20 °C
img
ახმეტა 8 / 20 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.