საზოგადოება
როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა
თელავიდან 6 კილომეტრში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალაა. სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლასა და მეჩეთს შორის, ყარაჯალის სათემო ცენტრის შენობაში, ლეილა ბალაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.

ლეილა მასწავლებელი, როგორც მას ადგილობრივები იცნობენ, ქმართან და 4 ძაღლთან ერთად მეზობელ სოფელში, რუისპირში ცხოვრობს. იმის გამო, რომ სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, ქართულის გაკვეთილების ჩასატარებლად ჯერ თელავში ჩადის, იქიდან კი — ყარაჯალაში.

„როცა გაკვეთილზე მივდივარ, წინასწარ ვღელავ. ვემზადები, რომ პროცესი მოსაწყენი არ იყოს. ზოგიერთმა მოსწავლემ ქართული საერთოდ არ იცის, ზოგს ლაპარაკის კომპლექსი აქვს, ჰგონია, დასცინებენ. მათთვის სულ სხვანაირად ვემზადები“, — ამბობს ლეილა.

ყარაჯალელი ქალების მსგავსად, ლეილას ყოველი დღე საოჯახო საქმეებით იწყება, დროდადრო სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთს ამუშავებს და გაზაფხულისთვის ამზადებს. მებოსტნეობა მისი საყვარელი საქმიანობაა.

პროფესიით ფილოლოგია. 14 წელი ნაფარეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლად იმუშავა. მოგვიანებით, როცა შვილებზე ზრუნვამ მისგან დამატებითი ძალისხმევა მოითხოვა, იძულებული გახდა, სამსახური მიეტოვებინა. წლების შემდეგ ყარაჯალის ბაღში აღმზრდელად დასაქმდა. სწორედ აქედან იწყება ლეილას ბრძოლა ყარაჯალელი ქალებისთვის.

„ბაღში რომ დავიწყე მუშაობა, ჩემი შვილები აქ აღარ ცხოვრობდნენ, უკვე სტუდენტები იყვნენ. რომ ვთქვი, მუშაობას ვიწყებ-მეთქი, ისეთი აღფრთოვანება გამოხატეს... მაშინ მივხვდი, ჩემს შვილებს მოსწონდათ და უხაროდათ დედა, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობდა და საზოგადოებასთან ადაპტირებული იყო“, — გვიყვება ლეილა.


ყარაჯალაში მცხოვრები ქალების ნაწილი ადრეულ ასაკში, ზოგჯერ იძულებით ქორწინდება. ქართული ენის არცოდნის გამო მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო სერვისებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რეგულარულ ანაზღაურებად სამსახურზე, შემოსავალსა და ქონებაზე. არ აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.



„ჩემთან მშობლები რომ მოდიოდნენ, ეტყობოდათ, რომ რაღაცნაირად დათრგუნულები იყვნენ. რომ გეთხოვა, აი, ცოტა ხანს დარჩით, სასაუბრო მაქვს, გეტყოდათ, დედამთილი ან მამამთილი გამიბრაზდება, რომ დავიგვიანოო. ასეთი პრობლემები ჰქონდათ“, — აღნიშნავს ლეილა.

ამ მოცემულობაში ლეილას მიზანი მხოლოდ ქართულის სწავლება არასდროს ყოფილა. მას სურდა, ყარაჯალელ ქალებს გაძლიერებასა და სოციალიზაციაში დახმარებოდა.

"სულ მაწუხებდა ის, რომ მშობლებთანაც კი ვერ ვახერხებდი კომუნიკაციას, არამცთუ — ბავშვებთან. ოჯახები არ ლაპარაკობდნენ ქართულად. მოდიოდნენ მშობლები, რომლებიც რუსულად მესაუბრებოდნენ. სასტიკად ავუკრძალე, არცერთ შემთხვევაში არ დამელაპარაკოთ რუსულად, ქართულად მელაპარაკეთ-მეთქი.

კაცებმა იციან ქართული. სერიოზულად. იციან და ლაპარაკობენ. თელავთან არიან ძალიან ადაპტირებულები. ქალები ჩაკეტილები არიან. ძირითადად, ოჯახს, ბოსტანს, ცხოველებს უვლიან. მაღაზიაშიც კი ქმარი მიდის ან მამამთილი", — გვიყვება ლეილა.







მისი მთავარი გაკვეთილია, ყველა ქალი იყოს ბედნიერი და წარმატებული, პირველ რიგში — საკუთარი თავისთვის.

„ყველა ქალს მინდა, გავაგებინო, თუ თქვენ არ გაქვთ პრეტენზია არაფერზე და არაფერს აკეთებთ, არც თქვენს შვილზე არ გექნებათ პრეტენზია. იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვმუშაობ, ნამდვილად მივაღწიე ამას: ყველა ქალმა დარწმუნებით თქვა, რომ არა, მე ჩემს გოგოს სკოლიდან არ გამოვიყვან და განათლებას მივცემ“, — ამბობს ლეილა.

დღეს ლეილამ ყარაჯალელი ქალების პრობლემები ზეპირად იცის. ახალგაზრდა გოგოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევაში ეხმარება.

"როცა დედაჩემმა შემატყობინა ამ კურსის შესახებ, ძალიან გამიხარდა. მარტო სკოლა და სახლი მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის. აქ მეგობრები შევიძინე, ბევრი რაღაც ვისწავლე, გავატარეთ მხიარული დრო", — გვიყვება ლეილას მოსწავლე, მარიკა ასანოვა, თან დროდადრო მასწავლებელს გახედავს. ასე რწმუნდება, რომ მისი ყოველი ქართული სიტყვა გამართულია.

ლეილას დახმარებით ერთ-ერთი მოსწავლე სამხატვრო სკოლაში მოხვდა, მეორეს კი მასწავლებელი ოპერაციისთვის დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარა. ახლა ლეილა ერთ გოგოზე წუხს, რომელსაც ვეტერინარიის შესწავლა უნდა, თუმცა თელავში შესაბამისი კოლეჯი არ არის, თბილისში კი წასვლას ვერ შეძლებს.

"ბევრმა ქართულად ხელის მოწერაც კი არ იცის. შარშან ლეილა მასწავლებელი დამეხმარა, სამხატვრო სკოლაში წავსულიყავი და დღემდე იქ ვსწავლობ. მინდა, ბიჭებიც ჩაერთონ ასეთ პროექტებში", — გვეუბნება აისელ ოსმანყიზი.

ლეილა ამბობს, რომ მისთვის და ყარაჯალელი ქალებისთვის ქართულის გაკვეთილები საკუთარი თავისთვის დათმობილი დროა, რაც მათთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

"ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა ამ პროექტმა. იმან, რომ ქალებთან უნდა წავიდე შესახვედრად და ჩემი ცოდნა გადავცე, სიცოცხლისუნარიანი გამხადა, უფრო ხალისიანი.

სოფლად მცხოვრებ ქალებს არ გვაქვს მარტივი ცხოვრება. განა ვინმე მიშლის, რომ სადმე წავიდე, გავერთო, მაგრამ გამოთვლილი მაქვს დრო, ამ საათიდან ამ საათამდე ეს მაქვს გასაკეთებელი, მისახედი, ვენახში ვარ წასასვლელი, სახლი, სადილი. ამიტომაც ორშაბათი და პარასკევი ჩვენთვის არის ზეიმის, სიამოვნების დღე. მოვწესრიგდებით, საოჯახო საქმეებისგან გამოვერთვებით და საკუთარი თავებისთვის ვართ", — გვიხსნის ლეილა.

"ძალიან მიხარია, რომ ამ კურსებზე დავდივარ. 64 წლის ვარ, მაგრამ ახალგაზრდა გოგოებთან ერთად ვარ. ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე. საჭიროა გაგრძელება. შარშან თუ ცოტა ძნელი იყო, წელს უფრო ადვილი იქნება. 15 წელი ვიყავი ყაზახეთში, ქართული დავიწყებული მქონდა. რუსულად ვლაპარაკობდი", — თითქმის გამართული ქართულით გვეუბნება ხეირანი და მადლიერია, რომ თავისი სოფლის პრობლემებზე საუბარი შეუძლია.

კიდევ ერთი მოსწავლე, მადინა ბაღაკაშვილი კი იმაზე გველაპარაკა, რამდენად პრობლემურია განათლების საკითხები ყარაჯალაში და როგორ სჭირდებათ ახალგაზრდებს ქართული ენის კურსი.






სამომავლოდ ლეილას მიზანი მისი ორგანიზაციის კიდევ უფრო გაფართოება და ახალი წევრების მიღებაა, რათა მეტი ქალი იყოს დაცული, მხარდაჭერილი და მოტივირებული. იმ ქალებს კი, ვისაც ჯერ არ უპოვიათ საკუთარი საქმე ან მსგავსი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ, ლეილა მარტივ კითხვას უსვამს და რამდენიმე რჩევას უტოვებს:

„თქვენი დედების შემხედვარეებს ხომ გჯერათ, რომ ძალიან ძლიერები არიან ქალები?! არასდროს არაფერი არ არის გვიანი. გაჩერება, ხელების ჩამოყრა, ბედთან შეგუება, "მაინც არ გამომივა", "რაღა დროს ჩემი ეგ არის", უნდა დაივიწყოთ. იყავით თამამები გადაწყვეტილების მიღებისას, მერე სხვებიც აგყვებიან“.



სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.





ავტორი: ლანა როყვა



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში,
სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის
მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ
პარკში 12 საათიდან დაიწყება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.
16:19 / 30.05.2024
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე
ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან
განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
15:47 / 28.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.