საზოგადოება
არა რუსულ კანონს - საქართველოს მარნები პარლამენტს მიმართავენ
„პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს მარნების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს მარნებმა პარლამენტს განცხადებით მიმართეს, რომელსაც 50-მდე ხელმომწერი ჰყავს და პროცესი კვლავაც გრძელდება.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს. ხელმომწერები მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ დოკუმენტს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბ-ნ შალვა პაპუაშვილს,

საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ქ-ნ ნინო წილოსანს,

საქართველოს პარლამენტის

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველ მოადგილეს, ბ-ნ გელა სამხარაულს

საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილეს, ბ-ნ სამველ მანუკიანს

საქართველოს მარნების
წარმომადგენელთა მიმართვა

ჩვენ, საქართველოს მარნების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს - მევენახეებს, ღვინის მწარმოებლებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაციებს, მეღვინეთა ასოციაციებსა და გილდიებს, რომლებიც ადვოკატირებენ დარგში მოქმედი სუბიექტების, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესებს, და/ან უზრუნველყოფენ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

მოგახსენებთ, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა საერთაშორისო მისიები და პროგრამები საქართველოში, ათწლეულების მანძილზე უძღვებოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების არაერთ მასშტაბურ, გარდამტეხ პროექტს და ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.

სწორედ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით დაარსდა საქართველოში ღვინის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია, შეიქმნა საქართველოს ვენახების კადასტრი, განხორციელდა მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები (WSET), ჩატარდა ქართული თიხის სრულყოფილი, მეცნიერული კვლევა და დადგინდა ქვევრის შესაბამისობა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს პერიოდში მათი უდიდესი ძალისხმევით, საერთაშორისო მედიასთან და იმპორტიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გახდა შესაძლებელი დიდი მეღვინეობების ახალ ბაზრებზე წვდომა, მათ შორის, ისეთ დიდ და მიმზიდველ ბაზარზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გაძლიერდა, ან დაარსდა არაერთი მიკრო, მცირე და საშუალო მეღვინეობა. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შესაძლებელი გახდა მათი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ტექნიკური აღჭურვა, მევენახეებისა და მეღვინეების ახალი, სამეურნეო ცოდნით უზრუნველყოფა, მათი პოპულარიზაცია, მათი ღვინის ექსპორტის მხარდაჭერა, წვდომა ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, იაპონია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დანია და სხვ.

ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს ქართული ღვინოები ღვინის სამშობლოს წარადგენს საერთაშორისო გამოფენებზე და წარმოდგენილია მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის რესტორნების ღვინის ბარათებში. ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად გაიცნო მსოფლიომ ქართული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშები, ღვინის ადგილობრივი ტრადიციები, საქართველოს მევენახეობის საუკეთესო ზონები და ტერუარები. ბოლო წლებში, ამგვარი წარმატებული მაგალითებით შთაგონებული არაერთი მეურნე დაუბრუნდა სოფელს და მამა-პაპათა ტრადიციულ საქმეს სამეწარმეო ღირებულება შესძინა.

საქართველო ღვინის სამშობლოდ მსოფლიომ აღიარა, სწორედ, ჩვენი უცხოელი მეგობრების - ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ადგილობრივ მეცნიერებთან თანამშრომლობით წარმართული საერთაშორისო კვლევების, მეორე მხრივ კი - გავლენიანი მედიების (BBC, NY Times, CNN, Forbes და მრავალი სხვა) მხარდაჭერით. შესაბამისად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი უცხოური ორგანიზაციების დახმარებით, სახელმწიფო და არასამეწარმეო სუბიექტების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ქართული ღვინის ახალი, ავთენტური, საბჭოთა კლიშეებისგან თავისუფალი ხატის დაბადება. მათივე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რუსეთის არასტაბილური, პოლიტიზებული ბაზრის მიღმა, დამოუკიდებელი გზების გაკვალვა ჩვენი ბუნებრივი, ისტორიული და ცივილიზაციური გარემოსკენ, რომელთანაც ღვინის დიდი ტრადიციები გვაკავშირებს.

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში:

1) ყურძნისა და ღვინის, აგრეთვე, ვაზის ნერგების მიკრო, მცირე და საშუალო მწარმოებლები დაკარგავენ საერთაშორისო დონორებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციებისგან ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ, საგანმანათლებლო დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობას;

2) ღვინის სექტორში მოქმედი, დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციები, კომუნები, გილდიები დაკარგავენ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო დაფინანსება და განკარგონ ეს ფინანსები დარგისა და დარგში მოქმედი მეწარმეების საჭიროებების შესაბამისად - კვლევითი თუ საგანმანათლებლო მიზნებით, მეწარმეების ინტერესების ადვოკატირებისთვის, ღვინის ფესტივალებისა თუ გამოფენებისთვის;

ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების საწინააღმდეგო კანონის მიღება შექმნის რისკებს, რომ ევროპულ ბაზარზე რეპუტაციული ზიანი მიადგეს ქართულ ღვინოს და, ზოგადად, ქართულ პროდუქციას. ეჭვქვეშ დადგეს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა; ღვინის სექტორში დასუსტდეს და გაქრეს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე, უმეტესად, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით სულდგმულობენ; შეწყდეს ღვინის მცირე და საშუალო ბიზნესის შეუქცევადი, წარმატებული განვითარება საქართველოში და უამრავი მარანი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს.

პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე.“

ხელმომწერები

საოჯახო მარანი ოდა - ქეთო ნინიძე

მშვენიერაძეების მარანი - გიორგი მშვენიერაძე

მარტვილის მარანი - ზაზა გაგუა

მენაბდის მარანი - ვახუშტი მენაბდე

ვაჟა გეთიაშვილის მარანი - რეზო გეთიაშვილი

იაგოს ღვინო - იაგო ბიტარიშვილი

ღვინის ოსტატები - ანდრო ბარნოვი

ფაფრის ველი - ნუკრი ქურდაძე

Latibashvili's Wine - ნოდარ ლატიბაშვილი

ციხელიშვილის მარანი - ალექსი ციხელიშვილი

ართანული ღვინო - კახა ბერიშვილი

ოქროღვინო - ჯონი ოქრუაშვილი

ნიკოლაძეების მარანი - რამაზ ნიკოლაძე

Aleko Sardanashvili's Marani - ალეკო სარდანაშვილი

არჩილ გუნიავას მარანი - არჩილ გუნიავა

ანემო - ანა გოდაბრელიძე

მარანი „კალამი“ - მალხაზ ხარბედია

გოგიტა მაკარიძის მარანი - გოგიტა მაკარიძე

საოჯახო მეღვინეობა გებრალე - ვაჟა კასრელიშვილი

ფანცულაიების საოჯახო მარანი - მურმან ფანცულაია

მარანი ენკენი - ლაშა გურული

ვაჩეიშვილის მარანი - ნიკა ვაჩეიშვილი

ღვინტესტი - ვანო შიუკაშვილი

მადამვაინი - მანანა ახვლედიანი

ფრეიას მარანი - ენეკ პეტერსონი

TDWinery - თენგიზ დვალიშვილი

ჭორტაულის ვენახები - ალეკო ცქიტიშვილი

კორტავების მარანი, თამუნას ღვინო - თამარ ბიძინაშვილი

GOGO Wine, ქეთევან ბერიშვილი

სამთავისის მარანი - მამუკა კიკვაძე

ნები - ბექა ასლანიშვილი;

ჭონას მარანი - მიხეილ ჭონიშვილი

მარანი ველინო - ბექა ჯიმშელაძე

ჩიტოს ღვინო - ნინო ჩიტოშვილი, ვანო მოსემღვდლიშვილი

ნიკალას მარანი - ზურაბ მღვდლიაშვილი

მეღვინეობა თილისმა - ქეთი ჰუბერტი

ვარიანის მარანი - ივანე სტეფანაშვილი

ღვინო ხვთისია - ზურაბ ხვთისიაშვილი

ჩიტოს ღვინო - ნინო ჩიტოშვილი

რობის მარანი - რობი ზირაქაშვილი

მეღვინეობა მალატი - თამარ გერლიანი

მარანი ჩუბინი - თორნიკე ჩუბინიძე

პატარიძის რაჭული - შორენა პატარიძე

მარანი კლაკნი - ვლადიმერ ნაჭყებია

თეთრი თუთა - ნათია ჩეკურიშვილი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

ხელმოწერები კვლავაც გრძელდება და მარნების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1
იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს. აღნიშნული პერიოდის
მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას მოიცავს. აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით, ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას.
11:55 / 27.04.2023
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით
1.3 პროცენტით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ შეადგინა 3 736 400 კაცი.
- ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ შეადგინა 3 736 400 კაცი. - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
11:49 / 27.04.2023
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად
მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა
მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს, პირველად მუნიციპალურ დონეზე, ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13:09 / 26.04.2023
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების
შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
16:39 / 24.04.2023
სამართალი
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
12:36 / 03-04-2023
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
10:26 / 20-03-2023
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
ქალაქ გურჯაანში უკვე რამდენიმე თვეა პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი.
16:06 / 28-03-2023
სხვა ამბები
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27-04-2023
ქალაქ გორში 22-23 აპრილს ჩატარებულ ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატში, კახელმა სპორტსმენებმა ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს.
13:18 / 25-04-2023
20 აპრილს ჩატარდა რიგით 21-ე სასკოლო სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:17 / 21-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. სიახლე გულისხმობს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
13:10 / 19-04-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 19 / 29 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 18 / 26 °C
img
სიღნაღი 19 / 32 °C
img
ლაგოდეხი 18 / 27 °C
img
ყვარელი 19 / 29 °C
img
თელავი 18 / 28 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.