საზოგადოება
პრემიერის დავალებით ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან
საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გურჯაანში სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილიდან მერიის შენობაში საგანგებო თათბირი გამართეს და სტიქიის პრევენციის მიზნით ქმედითი ღონისძიებები დაგეგმეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან სტიქიის ზონაში, ადგილზე გაეცნენ სტიქიით დაზიანებულ უბნებს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

"საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სტიქიისგან დაზიანებული უბნების გაწმენდა. დილით გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თითოეული პრობლემური საკითხი. ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა დღის ბოლომდე სრულად მოხდეს დაზიანებული უბნების გაწმენდა და კომუნიკაციების აღდგენა. პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ სტიქიით დაზიანებული უბნების ადგილზე მონახულებას და მოსახლეობასთან შეხვედრას,"- აღნიშნა მერაბ გამყრელიძემ.

"ვრჩებით სტიქიის ზონაში, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, გასული თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მოგეხსნებათ, რომ უხვი ნალექია მინიმუმ ორ დღეში ერთხელ, სტიქია გვქონდა - დუშეთში, ახალქალაქში,გორში, ყვარელში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ამჯერად, სტიქიას ვებრძვით გურჯაანში. სტიქიის პრევენციის მიზნით სამუშაოები არ წყდება და ინტესნიურად მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ ქალაქ გურჯაანში, ასევე, მიმდებარე სოფლებში. საბაზისო ინფრასტრუქტურა: გაზი, წყალი, ელექტრო ენერგია დღეს საღამოსთვის სრულად იქნება აღდგენილი,"- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

"სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამ ეტაპზე, საქართველოს პრემიერ - მინისტრის დავალებით ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებული ხევების ადიდებას მოგახსენებთ, რომ ხევების გაწმენდა პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა, გუშინ მოსული უხვი ნალექის გატარება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია დატბორვა," -აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.



[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში
შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით
დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
17:04 / 29.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
15:24 / 29.09.2023
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო
დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე.
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
11:04 / 27.09.2023
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან
და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს
გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი
საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
10:21 / 27.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 4 / 14 °C
img
საგარეჯო 5 / 14 °C
img
დ.წყარო 3 / 9 °C
img
სიღნაღი 4 / 10 °C
img
ლაგოდეხი 4 / 11 °C
img
ყვარელი 4 / 14 °C
img
თელავი 4 / 16 °C
img
ახმეტა 4 / 15 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.