საზოგადოება
გურჯაანელი ახალგაზრდები სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩებად დაასახელეს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
მათ შორის არიან გურჯაანელი ახალგაზრდები: ელენე ქაჩლიშვილი და გიორგი ბაწაშვილი. როგორც ისინი ამბობენ, გურჯაანის სოციალური ფონის გაუმჯობესება რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

"გვიყვარს სიახლეები, მოძრაობა, განვითარება და პროექტები, რომლებიც ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა.
13 წლის ასაკიდან, ჩვენს მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა პროექტი, რომელშიც მონაწილეობა არ მიგვიღია. ფეხი გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს დახმარებით ავიდგით, სადაც ჩვენი ინიციატივების რეალობად ქცევის შესაძლებლობა მოგვეცა.

სოციალური მეწარმეობით, რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე დავინტერესდით. გურჯაანი არც ისე პატარა მუნიციპალიტეტია, ბოლო წლებში ტურისტთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა და ვფიქრობთ, ჩვენს მუნიციპალიტეტს, ნამდვილად აქვს სოციალური მეწარმეობის განვითარების პოტენციალი.

შესაბამისად, ჩვენი მიზანია თბილისში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნვა.
ძალიან გვინდა, წვლილი შევიტანოთ გურჯაანის სოციალური ფონის გაუმჯობესებაში, რაც რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

ვფიქრობთ, ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ჩვენს რეგიონში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
ახალგაზრდა ელჩობა ამაღელვებელი გამოცდილება აღმოჩნდა. სიამაყესთან ერთად, პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს, რადგან ჩვენ, ჩვენს საზოგადოებას წარმოვადგენთ და ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული.“-ამბობენ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები.

ცნობისთვის, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ევროკავშირისა (European Union in Georgia) და პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt) ფინანსური მხარდაჭერით, #CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში
სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე,
მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს.
აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს.
13:47 / 28.02.2024
საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან
გეგმის მიხედვით, კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა
შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს.
საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმის მიხედვით, კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს.
16:06 / 27.02.2024
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18:38 / 26.02.2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან
დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის
შესახებ მალე შევა ძალაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მალე შევა ძალაში.
13:26 / 26.02.2024
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
13:45 / 19-12-2023
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27-02-2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26-02-2024
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
13:17 / 26-02-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მოქმედებს თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე.
17:12 / 23-02-2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21-02-2024
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
16:05 / 19-02-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 0 / 8 °C
img
საგარეჯო 1 / 6 °C
img
დ.წყარო -1 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 8 °C
img
ლაგოდეხი 0 / 9 °C
img
ყვარელი 0 / 8 °C
img
თელავი 0 / 7 °C
img
ახმეტა -1 / 7 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.