საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღების გაერთიანება 47 ათასი ლარის სათამაშოებს შეიძენს
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება 37-ვე საბავშვო ბაღისთვის სათამაშოებს, საკანცელარიო ნივთებსა და ჭურჭელს შეიძენს. ამის შესახებ speqtri.ge- ს გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატა რუაძემ განუცხადა.
“გავაფორმეთ ხელშეკრულება საკანცელარიო ნივთებთან დაკავშირებით. შევიძენთ ფანქრებს, საღებავებს, პლასტელინებს და სხვა.“-ამბობს ნატა რუაძე.

რაც შეეხება სათამაშოებს, გაერთიანებამ ტენდერი 52 000 ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებულმა ნათია ხუციშვილმა ტენდერი 47 000.00 ლარში მოიგო. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბავშვო ბაღებისთვის შეიძენენ როგორც სათამაშოებს, ისე საგანმანათლებლო და სამაგიდო თამაშებს.

“ხელშეკრულების მომზადების პროცესში ვართ სათამაშოებზე. ვიმედოვნებ, კარგად დასრულდება იმირომ, რომ ძალიან დიდი თანხის ხარისხიან სათამაშოებს ვყიდულობთ. ასევე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ჭურჭლის შესყიდვაზე.”-ამბობს ნატა რუაძე.

გარდა ამისა, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 37- ვე საბავშვო ბაგა-ბაღს შეუძინა A4 ფორმატის მრავალფუნქციური, შავ-თეთრი ლაზერული პრინტერები და დიდი რესურსის ორიგინალი კარტრიჯები.

გაერთიანების დირექტორის, ნატა რუაძის განმარტებით, საბავშვო ბაგა-ბაღებში პრინტერების შეტანა ხელს შეუწყობს ელექტრონული საქმისწარმოებისა და სააღმზრდელო პროცესის ეფექტურად წარმართვას.

“პრინტერები საჭიროა როგორც დოკუმენტწარმოებაში, ისე ბავშვების აღზრდის პროცესში. მოგეხსენებათ, მასწავლებლები უამრავ მასალას უბეჭდავენ ბავშვებს. პრინტერის არქონის პირობებში, მასწავლებლებს უწევდათ მშობლების შეწუხება მასალების ამობეჭდვასთან დაკავშირებით. ახლა მენეჯერი მოუმზადებს ყველა მასალას, რაც ჯგუფებში დასჭირდებათ. პრინტერი ყველაფერს გაამარტივებს და ნაკლებ პრობლემებს შექმნის,”-ამბობს ნატა რუაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაგა-ბაღების ყველა აღმზრდელს გადაეცა მეთოდური სახელმძღვანელოები - "ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში" - ს I და ll ნაწილი და "რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს".

"მეთოდური ლიტერატურა ყველა აღმზრდელს უნდა ჰქონოდა აქამდეც, რის მეშვეობითაც ხელმძღვანელობენ ჯგუფში და მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი. ყველა აღმზრდელს ექნება თავის სამაგიდო წიგნი და იმუშავებენ ამ წიგნებით,"-გვეუბნება ნატა რუაძე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში,
სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის
მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ
პარკში 12 საათიდან დაიწყება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.
16:19 / 30.05.2024
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე
ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან
განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
15:47 / 28.05.2024
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.