გუშინ ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის
მოსახლეობა დააზარალა. სტიქიამ ათეულობით სახლს სახურავი გადახადა,
მოგლეჯილია ხეები და ღობეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ speqtri.ge-ს განუცხადა,
კომისიები ადგილზე მუშაობენ და ზარალს ითვლიან.
„უკანა მხრის ზონაში, ბაკურციხესა და ვეჯინშიც გვაქვს დაზიანებები.
ეხლაც ორი კომისიაა გასული, სათითაო სახლს ამოწმებენ და ითვლიან
ზარალს. დილის 9 საათისთვის უკვე იყო 35 ბინა და შემდეგ იმატებდა
მონაცემები. ზუსტი შედეგი ხვალ შუადღისთვის გახდება ცნობილი,“ -
ამბობს მერის მოადგილე, კოტე ბერიძიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები