საზოგადოება
კოლაგში „ჩაკრულოს“ მსოფლიო აღიარებისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმა იგეგმება
კოსმოსში გაშვებული „ჩაკრულოს“ ერთ-ერთი შემსრულებლის, აწ გარდაცვლილი როსტომ საგინაშვილის ოჯახი, კოლაგში, მის მამულში ქართული სიმღერის ამ მსოფლიო აღიარებისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმასა და მუდმივმოქმედი ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს.

თუმცა, როგორც მომღერლის შვილი, თამარ საგინაშვილი გვეუბნება, პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი განხორციელება ოჯახის შესაძლებლობებს სცილდება. ამიტომ მასში საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესმენების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.


„დაახლოებით 2 წლის წინ დავაფუძნეთ როსტომ საგინაშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის მიზანია ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია და ასევე, ის დაეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს და ხანდაზმულ მომღერლებს.

ამჯერად, ფონდის ფარგლებში ვგეგმავთ, თანხების მოზიდვას ჩვენი ახალი პროექტისთვის.
გვინდა ჩაკრულოს ისტორია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს არ არის ჩაკრულოს ძეგლი. ეს არის იმ ქართული სიმღერის დიდი გამარჯვებისადმი და ანსამბლის ყველა მომღერლისადმი მიძღვნილი ძეგლი, რომლებიც მღერიან მამასთან და ილია ზაქაიძესთან ერთად.

მამას მამულში თბილისი-თელავის ცენტრალური გზის პირას გამოვყავით ტერიტორია, სადაც მოეწყობა ეს სივრცე. ეს იქნება ღია გამოფენა, მინაში ჩასმული ფოტოებით, რომ ექსპონატები წვიმამ არ გააფუჭოს, აქვე დაიდგმება ძეგლი. მას რომ მიუახლოვდები, ჩაკრულო ჩაირთვება. აქ განთავსდება ფოტოების ნაწილი და ქვემოთ იქნება დახული სივრცე, სრული გამოფენა, რადგან ძალიან მდიდარი ფოტოარქივი გვაქვს. ქვედა სივრცე სულ ღია ვერ იქნება, როცა ვინმეს სურვილი გაუჩნდება, რომ მოვიდეს, დაგვირეკავენ, წინასწარ შეგვატყობინებენ და გავხსნით. აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიების ან კონცერტის ჩატარება. ზედა სივრცე კი სულ ღია იქნება.
ჩვენი სურვილია და მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ, რომ ამავე სივრცეში, ხანდაზმულმა მომღერლებმა ახალგაზრდებს ჩაუტარონ მასტერკლასები. ეს მათთვის იქნება დამატებით შემოსავლის წყარო და თავიანთი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

ეს საკმაოდ დიდი პროექტია და ჩვენი ოჯახი, ვერც ფიზიკურად და ვერც ფინანსურად ვერ შეძლებს ამის გაკეთებას და არც ვთვლით, რომ მარტო ჩვენია.

ჩვენ გამოვყოფთ სივრცეს, უზრუნველვყოფთ, რომ ეს გაკეთდეს და მერე მივხედავთ,“ - ამბობს თამარ საგინაშვილი და იქვე კიდევ ერთხელ გვიყვება ჩაკრულოს, თითქმის ყველასათვის ცნობილ ისტორიას.

„მემგონი ყველამ იცის ისტორია, როგორ გავიდა ჩაკრულო კოსმოსში. მაშინ როცა იგეგმებოდა, რომ კოსმოსში გაეშვათ დისკი, სადაც დედამიწის ხმები იყო ჩაწერილი (იქ არის ფორმულები, ხმები, მისალმება სხვადასხვა ენაზე და 27 სიმღერა), საბჭოთა კავშირიდან უნდა გაეგზავნათ ერთი სიმღერა. გაუგზავნეს „პად მასკოვნიე ვეჩერა“ და NASA-ში არ მოეწონათ. მაშინ ეს ანსამბლი (ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი) უკვე იყო ამერიკაში ნამყოფი და ეს ჩანაწერი ჰქონდათ. როგორც კი პროექტის ხელმძღვანელს კარლ სეიგანს ჩაურთეს ჩაკრულო, პირველივე ბგერებიდან გადაწყდა, რომ ეს სიმღერა იქნებოდა დედამიწის ერთ-ერთი ელჩი კოსმოსში. ეს იყო ჩაკრულოს 74 წლის ჩანაწერი. როდესაც ანსამბლი მეორედ ჩავიდა ამერიკაში 77 წელს, ამის შესახებ მაშინ გაიგეს.“

როგორც თამარ საგინაშვილი ამბობს, მათ მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში, მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელთა სახელებიც ოქროს წიგნში ჩაიწერება.

„ვინც ფინანსურ წვლილს შეიტანს პროექტის განხორციელებაში, მათი გვარი ჩაიწერება ოქროს წიგნში. ასევე ყველას გადავცემთ კოსმოსში გაშვებული იმ " ოქროს დისკის" სუვენირად დამზადებულ ასლებს, რომელიც " ვოიაჯერის" პროექტის ხელმძღვანელმა კარლ სეიგანმა ჩამოუტანა მამას. პირველი შემომწირველებისთვის კი დამატებით გვექნება საჩუქრად მამას სახელზე დამზადებული ღვინო, რომელსაც აქვს QR-კოდი, დაასკანირებ და ირთვება ჩაკრულო. “

ვისაც სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ამ დიდ პროექტში, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000589074089
ააიპ როსტომ საგინაშვილის სახ საერთ ფონდი.

ფოტოს ავტორი: Francis Prymerski

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.