საზოგადოება
ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა: ქალთა გაძლიერება საქართველოს შორეულ სოფლებში
საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ტრადიციებს მკაცრად იცავენ. უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც ეს რეგიონი სამშობლოდ იქცა ჩეჩნური ფესვების მქონე ქისტების თემისთვის, რომელიც აქაური მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. პანკისის პატარა მაღალმთიან სოფლებს უხუცესთა საბჭო ადათ-წესებისა და ისლამის შესაბამისად მართავს. ქალების ხმა აქ ხშირად არ ისმის. მიუხედავად ამისა, პანკისის სოფლებში, ქორეთში, ბირკიანში, დუმასტურში, ჯოყოლოსა და ყვარელწყალში ქალებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტრადიციულად ტაბუდადებულ თემაზე — რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ლაპარაკი.

„თექვსმეტი წლისას პირველი შვილი უკვე მყავდა. მომიტაცეს და ძალით წამიყვანეს. ქორწინებაზე თანხმობის საკითხი არც კი განხილულა. სახლში ვერ დავბრუნდებოდი, რადგან მეგონა, რომ ხელახლა გათხოვებას ვეღარასოდეს შევძლებდი. ჩვენს გადაწყვეტილებებს საზოგადოება განსაზღვრავს“. სოფელ ქორეთში მცხოვრები 41 წლის ფიქრია სულაკაური რვა შვილის დედაა. მეზობელი სოფლის, დუმასტურის მკვიდრი, 24 წლის სოფია წუწაშვილიც მსგავს ამბავს გვიყვება: „ორჯერ მომიტაცეს და რადგან მაინც სახლში დავბრუნდი, ჩემზე იმდენი ილაპარაკეს, რომ იძულებული გავხდი, ქორწინებას დავთანხმებოდი“. 





პანკისის ხეობაში ძალიან ხშირია ადრეული ქორწინებები — რაც ხშირად გოგოების მოტაცების შედეგია — და ასევე მრავლადაა წვრილშვილიანი ოჯახებიც. დაუგეგმავი ორსულობა, ინფექციური დაავადებები და ზოგადად ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ის პრობლემებია, რომლებსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „უხუცეს ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე, სვეტლანა ბორჩაშვილი რეგიონის უამრავ სხვა გამოწვევას შორის ასახელებს. „ზოგი ქალი შვილს ისე აჩენს, რომ ექიმთან ერთხელაც არ არის ნამყოფი“, — ამბობს სვეტლანა, — „მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ინფორმაციის ნაკლებობაცაა. ბევრმა ქალმა არაფერი იცის სკრინინგის პროგრამებისა თუ რეგულარული კვლევების შესახებ და სამედიცინო დახმარებას დაავადების ბოლო ეტაპებზე მიმართავს, რის გამოც ონკოლოგიური შემთხვევების სიხშირე მატულობს. დედებს მეტწილად არ აქვთ ცოდნა ან ეუხერხულებათ საკუთარ ქალიშვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე საუბარი — ამ საკითხს პანკისის თემში ტაბუ ადევს. გოგონები, რომლებიც პრობლემებს აწყდებიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ, სირცხვილის გამო საკუთარ დედებს რჩევასაც კი ვერ ეკითხებიან“. 



„უხუცეს ქალთა საბჭომ“ გადამწყვეტი ცვლილებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების შესახებ ადგილობრივი ქალების ცნობიერების ამაღლება მიიჩნია. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, საშუალებით, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) ერთად ახორციელებს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ცნობიერების ასამაღლებლად რამდენიმე ღონისძიება მოაწყო. პირველ ეტაპზე ჩატარებულ ხუთ სამუშაო შეხვედრაზე (თითო შეხვედრა თითოეულ სოფელში) განიხილეს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები, ორსულობა და მისი გავლენა ქალის ჯანმრთელობაზე, მასთან დაკავშირებული რისკები და ადრეულ ასაკში ორსულობის შესაძლო გართულებები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და სხვა საკითხები. „ადრე რომ მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი, უფრო გვიან გავთხოვდებოდი და არც ამდენი შვილი მეყოლებოდა,“ — ამბობს ფიქრია, რომელიც ამ შეხვედრათაგან ერთ-ერთს დაესწრო. ამ ღონისძიებებში სამიზნე სოფლებიდან 75-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი მათი დახმარებით გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ქალთა ჯანმრთელობის ისეთი პროგრამებისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა. 



არასამთავრობო ორგანიზაციამ ამის მერე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გამართა, რომლებიც თბილისიდან მოწვეულმა რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტებმა ჩაატარეს. შედეგად, 50 ქალს შეატყობინეს უფასო სკრინინგის პროგრამებზე, გაუზიარეს შესაბამისი კლინიკების საკონტაქტო ინფორმაცია და დაეხმარნენ ვიზიტების დაგეგმვაში.

გარდა ამისა, დუისსა და ჯოყოლოში ჩატარდა ორი ტრენინგი, რომლებზეც 40 ახალგაზრდა ქალს მიეცა შესაძლებლობა, დაესვა შეკითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული ფიზიოლოგიური ცვლილებები, სამედიცინო კონსულტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საზოგადოებაში ფესვგადგმული ძალადობის აღკვეთის გზები და მენსტრუალური ციკლის დარღვევები. ტრენინგებზე დაწვრილებით განიხილეს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) და ვაქცინაციის უპირატესობები.

ეს უკანასკნელი საკითხი ტრენინგზე ცალკე თემად გამოიყო. „რელიგიური რწმენების გამო ჩვენს რეგიონში ვაქცინაცია ძალზე მტკივნეული თემაა“, — გვიხსნის სვეტლანა, — „ვაქცინაციას ჩვენი რელიგიის უფრო რადიკალური მიმდევრები, კერძოდ, ვაჰაბიტები ეწინააღმდეგებიან. ისინი ექიმებს უთითებენ, არ აცრან ახალშობილები და ამტკიცებენ, რომ რელიგია ნებისმიერ ასაკში კრძალავს ვაქცინაციას. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ვაქცინაციის მნიშვნელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მივმართეთ. განსაკუთრებით კი ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ვკონცენტრირდით, რადგან ჩვენს თემში ამ ვირუსით გამოწვეული პრობლემები ბევრ ქალს აწუხებს“. ამ ძალისხმევის ფარგლებში „უხუცეს ქალთა საბჭომ“ 2023 წლის აგვისტოში იმუნიზაციის კვირეული მოაწყო. მოწვეული სპეციალისტი ხუთი დღის განმავლობაში მუშაობდა სამიზნე სოფლებში, რათა ახალგაზრდა დედებისა და ქალებისთვის ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეცა. „მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა რთულად მოსაპოვებელია, ვაქცინაციის მიმართ მზარდი ინტერესი მაინც შევნიშნეთ: ადგილობრივი სამედიცინო ამბულატორიის კლინიკაში ვაქცინაციის შესახებ მეტი შეკითხვა დაისვა“, — ამბობს „უხუცეს ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე.

საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგებიც, რომელთა მიზანიც დისტანციური სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკური უნარების სწავლება იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი პლატფორმების შესახებ, როგორიცაა „ექიმო“ და „რედმედი“ — ამ პლატფორმების საშუალებით სოფლის მოსახლეობა შეძლებს, სახლიდან გაუსვლელად გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმებთან. ამასთან, ტრენინგების მონაწილეებმა წამლების ონლაინაფთიაქების საშუალებით ყიდვაც ისწავლეს.

ცნობიერების ამაღლების გარდა, „უხუცეს ქალთა საბჭოს“ საქმიანობას ჰქონდა უფრო ფართო მიზანიც — ქალების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისათვის ხუთ სამიზნე სოფელში ჩამოყალიბდა ქალთა ჯგუფები (თითოეულ ჯგუფში 15 ქალის შემადგენლობით). ისინი არა მხოლოდ ღონისძიებებში ჩაერთნენ, არამედ ახალ ინფორმაციასა და ცოდნას თანასოფლელებსაც უზიარებენ და ეხმარებიან მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში — მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის გაკეთებასთან ან სკრინინგის გავლასთან დაკავშირებით. სოფელ ქორეთის ქალთა ჯგუფის წევრი, 38 წლის ეკა აბაშიძე ასე აფასებს თავის გამოცდილებას: „ჩვენი ქალები უფრო გააქტიურდნენ და მეტ ინტერესს იჩენენ. მაგალითად, ახლა ისინი მიიჩნევენ, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა მათი ქალიშვილების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ეს კი დამოკიდებულების რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს“. 



ქალთა ჯგუფები დღესაც აგრძელებენ საკუთარ თემებში შუამავლის როლის შესრულებას. მრავალმხრივი ცოდნის შეძენის გარდა, აქტივისტებმა გამოიმუშავეს ლიდერის უნარები, რის შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ საქმიანობას. ახლახან სოფელ ქორეთის ქალთა ჯგუფმა გაჭირვებაში მყოფი თანასოფლელი ქალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამაში, „საკვები ყველას“, ჩართო, რის შედეგადაც ის უფასო საკვებს ყოველდღიურად მიიღებს.

„ეს ინიციატივა იყო ნაპერწკალი, იმ გზის დასაწყისი, რომელიც გვინდა, რომ გავაგრძელოთ და გავაფართოოთ“, — ამბობს სვეტლანა — „ამჟამად ახალ ინიციატივას ვიწყებთ: არტთერაპიის კურსებს ქალებისათვის. ეს ინიციატივა, რომლის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“, პანკისის თემში ქალთა დახმარებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ ჩვენს უწყვეტ ძალისხმევას ახალ სიცოცხლეს სძენს. მისი მეშვეობით ქალებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ, შეიკრიბონ, იურთიერთონ და ერთმანეთს საკუთარი მიღწევები და გამოწვევები გაუზიარონ. გვჯერა, რომ ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო მათ პიროვნულ განვითარებას, არამედ მათი კოლექტიური ძალის ზრდასაც. ეს მიზანი წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ენერგიას გვაძლევს“, — აღნიშნავს „უხუცეს ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე.

ავტორი: ვოლჰა პროხარავა

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS EAST-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.