გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრამდე საქართველოში
ტემპერატურა +36, +38 გრადუსი იქნება.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის
რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტოში
აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს
ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის
გავრცელება.
„ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი
მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის
თაობაზე.“- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები