საზოგადოება
როგორ გადაწყდება დავა პრეზიდენტის მიერ ნაჩქარევად გახსნილი სპორტკომპლექსის ირგვლივ?
2012 წელს სპორტკომპლექსის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. ძირითადი თანხა საცურაო აუზის მოწყობას მოხმარდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მას ერთი დღეც არ უმუშავია. ამ დრომდე დამკვეთს ობიექტი არ ჩაუბარებია. საქმეს კი სასამართლო განიხილავს.

როგორც გურჯაანის მკვიდრი ქეთევან გამყრელიძე ამბობს, მისთვის ცნობილია, რომ გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზის გახსნა გარკვეული ხარვეზების გამო ვერ ხერხდება.
-"ვიცი, რომ ჭერიდან წყალი ჩამოდის და აუზიც დაზიანებულია. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხარვეზები გამოსწორდეს. მომავალი თაობისთვის ეს ობიექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება."

სპორტკომპლექსის დირექტორის გია ბარნაბიშვილის თქმით, მართალია, შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია, მაგრამ იქ მაინც აქტიურად ფუნქციონირებს არაერთი წრე.
-"სრული დატვირთვით არა, მაგრამ სპორტკომპლექსი მაინც მუშაობს. ჩამოყალიბებულია სხვადასხვა წრეები: კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, კარატეს, ბოქსის, სადაც დაახლოებით 150-200 ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს. ექსპლუატაციაში არ შესულა მხოლოდ აუზი. აგრეთვე ჯერ არ არის შენობის მიღება-ჩაბარების აქტი, ფირმასა და რაიონს შორის მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. როდესაც დავა დამთავრდება, ალბათ ეს პრობლემაც მოგვარდება და აუზიც გაიხსნება. მართალია, ჭერი გააკეთეს, მაგრამ ისევ არის რაღაც ხარვეზები. გვპირდებიან, რომ კაპიტალურად შეაკეთებენ. დღესდღეობით სპორტკომპლექსი ცურვის წრის გარეშე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს," _ აღნიშნა მან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სამუშაოების მწარმოებელ ფირმა შპს "თემას" შორის მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილიც საუბრობს.
-"მშენებელი გვიჩივის, საქმე სასამართლოშია და გადაწყვეტილებას მოუთმენლად ველოდებით. თავის დროზე გამოცხადდა ტენდერი, გაიმარჯვა კომპანიამ და დაიწყო მშენებლობა. ეტყობა ზედაპირულად ჰქონდათ შესწავლილი რა მდგომარეობა იყო ობიექტზე. როდესაც მშენებლობა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტი პრობლემები იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა და შედგენილი ხარჯთაღრიცხვით ისინი ყველა სამუშაოს ვერ შეასრულებდნენ."

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ობიექტი გარკვეულ ვადებში უნდა ჩაებარებინათ, კომპანია იძულებული გახდა სამუშაოები რაღაც დონემდე მიეყვანა. -"მათ, ფაქტიურად დაუმთავრებელი ობიექტი გახსნეს. დაემთხვა ისიც, რომ ხელისუფლება შეიცვალა და კომპანიამ დავა მუნიციპალიტეტთან დაიწყო. მათი თქმით, იმაზე მეტი თანხა აქვთ დახარჯული, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული. არ მომხდარა ბოლო ანგარიშსწორება, დაახლოებით 200 ათასი ლარი კიდევ გადასარიცხია. დარჩენილ თანხას, მანამდე ვერ ჩავურიცხავთ, ვიდრე მიღება-ჩაბარების აქტი არ გვექნება."

როგორც ემზარ ჯიქურაშვილი აღნიშნავს, ობიექტის მდგომარეობა საეჭვოა და სასამართლო პროცესის დამთავრებისთანავე, შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
-"უნდა გამოვნახოთ თანხები და შენობას ექსპერტიზა ჩავუტაროთ. საჭიროა გაირკვეს რა არის გაკეთებული და რა - არა. როგორი ხარისხით შესრულდა სამუშაოები. თუ აუზი არ არის სათანადო დონეზე გაკეთებული, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კომპანიას იქით უნდა მოვედავოთ. თუ გაირკვა, რომ ყველაფერი რიგზეა, დარჩენილ თანხას გადავურიცხავთ და ობიექტსაც ჩავიბარებთ. სხვანაირად შენობა ექსპლუატაციაში ვერ შევა."

საკითხის გასარკვევად კომპანია შპს "თემას" დირექტორს პაატა გოგოლაძეს დავუკავშირდით. მან კომენტარი არ გააკეთა და ელექტრონული ფოსტით მუნიციპალიტეტთან ოფიციალური მიმოწერის ასლები გადმოგვიგზავნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ჯონი ოსიაშვილისადმი მიწერილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ: "თემამ" ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, გააფორმა ხელშეკრულება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, რაც თავდაპირველი პროექტით არსებული შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას მოიცავდა. თუმცა სამუშაოების დაწყებიდან 14 დღეში აღმოჩნდა, რომ შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაგრძელება დაუშვებელი იყო. ამის შესახებ შპს "თემას" განყოფილებამ აცნობა მაშინდელ გამგებელს დავით მესხიშვილს და პროექტის კურატორს ფინანსთა სამინისტროდან გ. გეჯაძეს."

აქვე ვკითხულობთ, რომ "განხორციელდა სპორტკომპლექსის ახალი პროექტის შეკვეთა იგივე საპროექტო ჯგუფთან, რომელმაც ელექტრონული ტენდერისთვის სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი თავის დროზე მოამზადა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები შეჩერებული იყო შპს "თემასგან" დამოუკიდებელი მიზეზებით, დამკვეთმა გურჯაანის გამგეობამ) და პროექტის კურატორმა (ფინანსთა სამინისტრომ) კომპანიას რეკონსტრუქცია-რეზბილიტაციის ვადები არ შეუცვალეს. აქედან გამომდინარე შპს "თემას" რეალურად მოუხდა 4 თვეზე გაწერილი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშოების პროექტის მიმდინარეობის პროცესში თანდათან გაზრდილი მოცულობის 2 თვის ვადაში განხორციელება, ამის გამო საჭირო გახდა თანხების დამატებითი მობილიზება საზღვარგარეთიდან მასალების შემოტანის მიზნით. შესაბამისად, წინსწრებით გაფორმებული სამუშაოს მოცულობები რეალურ შესრულებასთან მიმართებაში აღმოჩნდა ნაკლები და მარტო ამის გამო, კომპანიამ არანაკლებ 250 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიიღო.
გარდა ამისა, აღნიშნულმა ობიექტმა ახალი პროექტით მთლიანად მიიღო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იერ-სახე, კერძოდ, თავდაპირველ პროექტში არსებული სტანდარტული მაკონპლექტებელი მასალები (კერამოგრანიტი, საშხაპეები და ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტები) შეიცვალა ძვირადღირებული მასალებით. ასევე რეაბილიტაციის დროს განხორციელდა ბევრი დამატებითი სამუშაოები დამკვეთი და კურატორი ორგანიზაციის ზედამხედველობასა და მითითებების ქვეშ, რადგან სპორტკომპლექსის გახსნა უნდა განეხორციელებინა საქართველოს პრეზიდენტს."

მათივე მოწოდებული ინფორმაციით, შპს "თემას" სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებული ჰქონდა მხოლოდ 2,5 მლ.ნ ლარი, ხოლო პროექტი რეალურად დაჯდა 3 565 281, 90 მლნ ლარი. სპეციალისტების თქმით, სპორტკომპლექსში არსებული აუზის შენახვა სოლიდურ თანხებს მოითხოვს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მისი ფუნქციონირება მუნიციპალიტეტს წელიწადში 350-400 ათასამდე დაუჯდება, ამიტომ ეჭვობენ, რომ აუზი ფუნქციონირებას ობიექტის ჩაბარების შემდეგაც ვერ შეძლებს.

ამავე თემაზე:
წყალში გადაყრილი 3 მილიონი და ხელახლა შესარემონტებელი სპორტული კომპლექსი
პრეზიდენტი აიძულებდა თუ გუბერნია შპს “თემას” საკუთარი თანხის ხარჯვას?
ახალი დეტალები გურჯაანის სპორტკომპლექსის ირგვლივ
სპორტკომპლექსის გახსნა ექსპერტის დასკვნის შემდეგ იგეგმება
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 22 °C
img
საგარეჯო 11 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 12 / 23 °C
img
ლაგოდეხი 11 / 19 °C
img
ყვარელი 12 / 22 °C
img
თელავი 12 / 21 °C
img
ახმეტა 11 / 21 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.