ჯანდაცვა
რა შედეგი მოჰყვება სალონების მონიტორინგს
15 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სილამაზის სალონი შემოწმდება. დადგენილების თანახმად, სალონში ჰიგიენური ნორმები მკაცრად უნდა იყოს დაცული. იარაღების სტერილიზაცია, ხელთათმანების გამოყენება, თეთრეულის ცვლა და რეცხვის რეგულირება, სტილისტებთან ერთად კოსმეტოლოგებს და მანიკურის სპეციალისტებსაც მოეთხოვებათ.
მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სალონის მომსახურებით სარგებლობს, რეგულაციის ამოქმედებას დადებითად აფასებს.
"სტილისტთან ხშირად დავდივარ. გარკვეულწილად, ჰიგიენური ნორმები დაცულია, მაგრამ რაღაც მაინც შესაცვლელია. ეს განსაკუთრებით უფრო კოსმეტოლოგს და მანიკურის სპეციალისტებს ეხებათ. არასტერილური იარაღების გამოყენებამ, შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს."-გვითხრა ნელი მათიაშვილმა.

როგორც გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში განმარტავენ, ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიზანია ინფექციური დაავადების რისკის შემცირება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
"დადგენილება შემუშავებულია c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. ღონისძიება ფართო მასშტაბით მიმდინარეობს. ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებით პრევენციული მხარე მოგვარდება. c ჰეპატიტიტის გავრცელების რისკად სალონები მიიჩნევა. ჩვენს სამსახურს მათი მონიტორინგი ევალება."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა ბურდიაშვილმა.

მან სალონების შემოწმების წესზეც ისაუბრა.
"თითოეული ასეთი დაწესებულება წელიწადში ერთხელ შერჩევით კონტროლს ექვემდებარება. შემოწმების დროს ადგილზე დგება აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ როგორ მოდის შესაბამისობაში დაწესებულების სერვისის მიწოდების პირობები ტექნიკურ რეგლამენტთან. აქტში ასევე აღინიშნება დარღვევა. პარალელურ რეჟიმში დარღვევის აქტი აიტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში. სიტუაციური ანალიზი უკვე იქ ხდება და შემდეგ იქიდან მოდის რეკომენდაციები და იგეგმება დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ადგილზე განხორციელდება. "-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პირველი ვიზიტისას რეკომენდაციების გაცემა მოხდება.
"შერჩევითი კონტროლის პირველი ვიზიტისას ადგილზე ხდება ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების გაცემა. თუმცა თუ რამე სერიოზული დარღვევა აღმოჩნდა, ოპერატორებს მათ გამოსასწორებლად გონივრულ ვადას ვაძლევთ. მეორე ვიზიტისას თუ დაფიქსირდა, რომ ოპერატორმა აღნიშნული დარღვევა არ გამოასწორა, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი დგება და საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. ჯერჯერობით საჯარიმო სანქციები არ არის ცნობილი." 

სტილისტებმა ჩვენთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნეს, რომ მათ სალონებში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. მათივე განმარტებით, თუ ისინი ამ წესებს დაიცავენ, იძულებულები იქნებიან, მომსახურების ფასები გაზარდონ.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა
იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024
წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
16:14 / 21.12.2023
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი
აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ
შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება.
კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ
მოქმედებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს.
13:27 / 20.12.2023
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 26 °C
img
დ.წყარო 15 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 30 °C
img
ლაგოდეხი 17 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 29 °C
img
თელავი 17 / 27 °C
img
ახმეტა 17 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.