განათლება
თელავის ბაღებიდან ფსიქოლოგები გაათავისუფლეს
თელავის ცხრა საბავშვო ბაღში ფსიქოლოგის შტატი გაუქმდა. არასამთავრობოებისა და მშობლების თქმით, ეს არასწორი ნაბიჯია და საბავშვო ბაღებში მათი ყოფნა აუცილებელია. - "რეალურად შტატი გაუქმდა, თუმცა არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდა თანამდებობიდან. მათ შესთავაზეს ვაკანტური პოსტი აღმზრდელის თანაშემწედ. ზოგი დათანხმდა, ზოგმა უარი თქვა. დაემატა თხუტმეტი შტატი. გადაწყვეტილება მენეჯმენტის დაგეგმარების პროცესში მიიღო ბაღის გაერთიანების დირექტორმა.“- განუცხადეს speqtri.ge-ს მერიის პრესსამსახურში. ნინო აბრამიშვილს საბავშვო ბაღში მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს. ოთხი წელი კი თელავის #3 საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი იყო. - "საჭირონი აღარ ხართ და უნდა წახვიდეთო. აღმზრდელის თანაშემწეობა შემოგვთავაზეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხი და ვედრო მეკავოს ხელში. სასაცილო 170 ლარს გვაძლევდნენ ხელფასს." ანა ბეციაშვილს ორი შვილი საბავშვო ბაღში დაჰყავს. მისი თქმით, ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობა აუცილებელია. "არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები, რომლებსაც ფსიქოლოგის ჩარევა სჭირდებათ და არა მარტო მათ. თუკი ისინი ბაღში არ იქნებიან, გამოდის, რომ მშობელმა კერძო ფსიქოლოგთან უნდა ატაროს, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ყველას ხომ არ აქვს ამის შესაძლებლობა?!“ აღნიშნულ თემაზე speqtri.ge არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელს ანა არგანაშვილს ესაუბრა. - „ფსიქოლოგის როლი და ფუნქცია შეუცვლელია საბავშვო ბაღში და სკოლის წინარე პერიოდში. ამ დროს ბავშვის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, სწავლობს საზოგადოებაში ინტეგრაციას, წინასასკოლო ჩვევების ჩამოყალიბებას, ზოგიერთ მათგანს პრობლემა აქვს ქცევასთან და საკუთარი თავის მოვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მისი როლი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შორის არ იყოს ბულინგი და ძალადობა. საქართველოში ისედაც ჭირს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრობლემების გადაჭრა, ამიტომ სამსახურდან ფსიქოლოგის გაშვება წარმოუდგენელია. ალბათ, ბაღის ხელმძღვანელობას ესაჭირეობოდა დამატებითი კადრი და ამას შეწირეს ფსიქოლოგის შტატი. თუ დამატებითი კადრი სჭირდებათ, ამისათვის სხვა თანხებით უნდა მოხდეს მათი უზრუნველყოფა.“ მისივე თქმით, ფსიქოლოგის როლს, ვერც ერთი აღმზრდელი ვერ იკისრებს. „არც ერთ ბაღს არ აქვს უფლება, უარი თქვას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის მიღებაზე. რა მოხდება, თუ ასეთი ბავშვი მივა ბაღში და არ დახვდება ფსიქოლოგი? გამოდის, რომ იმთავითვე ვწირავთ მას გარკვეული პრობლემებისთვის. ასეთ ბავშვებს პირდაპირ უზღუდავენ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას. ეს საერთაშორისო კონვენციით და შიდა კანონმდებლობით აკრძალულია. არასამთავრობოებმა უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის მონიტორინგი, თვითმმართველობას მოვთხოვოთ რამდენად ადეკვატურად ხდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინასნება, ხომ არ აქვს ადგილი ფინანსების არასწორ განკარგვას.“ ანა არგანაშვილის თქმითვე, ფსიქოლოგების გათავისუფლება, ან ფუნქციის დაკარგვა არა მხოლოდ ბაღს, არამედ თითოეულ ბავშვს დააზარალებს. აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქის ბაღების გარდა, ფსიქოლოგები არც სოფლის სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰყავთ. ისინი სამსახურიდან 2014 წელს გაათავისუფლეს. თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 24 °C
img
საგარეჯო 10 / 21 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 13 / 24 °C
img
თელავი 11 / 22 °C
img
ახმეტა 10 / 21 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.