განათლება
სკოლებში ვიდეო კამერები დამონტაჟდება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება. მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი კი 21 წლამდე აიწევს.


„სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაშიპოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება; მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის.

მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.- აღნიშნულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.

პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.








Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო
სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების
შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19.01.2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების
დაგროვების სისტემა უქმდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19.01.2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები
კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა
განაცხადა.
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18.01.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო
სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა
სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა
გაითვალისწინონ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18.01.2019
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში
განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
13:57 / 11.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.